Aa
Aa

მერაბ დვალიშვილი მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, რასაც დიდი უკმაყოფილება მოჰყვა

აშშ-ში მოღვაწე 27 წლის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, გამთენიისას UFC-ში ამერიკელ რიკი საიმონთან ბრძოლა გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

არბიტრების ამ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილება მოჰყვა.

დვალიშვილმა ორთაბრძოლა აქტიურად დაიწყო და პირველი ორი რაუნდის განმავლობაში უპირატესობასაც ფლობდა. მესამე რაუნდში კი ქართველი მებრძოლი შეცდა, რითის საიმონმა ისარგებლა და ბოჭვის ილეთი გამოიყენა.

როგორც მოგეხსენებათ, 40 წამის განმავლობაში, თუ მებრძოლი ბოჭვას გაუძლებს და დამარცხების ნიშნად ხელს არ დაარტყამს, ბრძოლა არ სრულდება და ის დამარცხებულად არ ითვლება. მერაბმაც გაძლო, თუმცა მსაჯებმა საიმონს ტექინკური ნოკაუტით მოგება მაინც ჩაუთვალეს.

მათი გადაწყვეტილებით, ქართველი მებრძოლი ბოჭვის დროს პასიური იყო, თუმცა არც ეს შეესაბამებოდა სიმართლეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და გულშემატკივარს ემოციურად მიმართა.

 

მერაბ დვალიშვილმა განვლილი ორთაბრძოლა თავადვე შეაფასა და საკუთარი facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნა. ქართველი სპორტსმენი მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, თუმცა მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

ასევე იხილეთმერაბ დვალიშვილი: "ჩემსა და საიმონს შორის რე-მატჩი შედგება"

ცხელი ამბები