მატჩის სურათი სამ წუთში შეიცვალა - 18 წლის ფეხბურთელის გამარჯვების გოლი
Aa
Aa

მატჩის სურათი სამ წუთში შეიცვალა - 18 წლის ფეხბურთელის გამარჯვების გოლი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ბოლნისის ''სიონი'' ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე 1:2 დამარცხდა თბილისის ''დინამოსთან.''

ანგარიში ნომინალურმა მასპინძლებმა გახსნეს. 56-ე წუთზე ''სიონის'' გამოცდილმა ნახევარმცველმა გიორგი მიქაბერიძემ საჯარიმო დარტყმით ყოფილ გუნდს გაუტანა.

სამწუთიან მონაკვეთში კახა კაჭარავას გუნდმა ორი გოლი შეაგდო და მატჩის სურათი შეიცვალა. 70-ე წუთზე აკაკი შულაიას გადაცემის შემდეგ ლევან ხარაბაძემ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა საჯარიმოში. გუჯა რუხაიამ თავით დაარტყა კარისკენ, ბურთი ალექსანდრე გურეშიძეს მოხვდა და ანგარიში გათანაბრდა  - 1:1.

73-ე წუთზე 18 წლის მარცხენა მცველმა ლევან ხარაბაძემ მეორე საგოლე პასი შეასრულა. ამჯერად ნიკა ნინუას მისამართით, რომელმაც მარცხენა ფეხით საჯარიმოსთან  ახლოს მყოფმა კარისკენ დაარტყა. მეკარე მიხეილ მუჯრიშვილი აშკარად შეცდა.

 

ბოლნისის სიონი – თბილისის დინამო 1:2(0:0)

21 აპრილი, "მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანი

"სიონი": მუჯრიშვილი, გურეშიძე, ნოზაძე, ქიქავა, დვალი, მანაგაძე (სამუშია 67), მიქაბერიძე (ბერიაშვილი 88), გაფრინდაშვილი, დათუნაიშვილი (ხმალაძე 74), სიხარულია, გიორბელიძე

მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

"დინამო": ბულისკერია, რუხაია, კობოური, თოთაძე, ხარაბაძე, ნინუა, ივანისენია (ქარდავა 86), შულაია, კიტეიშვილი, ივანიშვილი (ძალამიძე 69), ზივზივაძე

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გოლები: 1:0 მიქაბერიძე(56), 1:1 რუხაია(70), 1:2 ნინუა(73)

გაფრთხილებები: ნოზაძე(52), ივანისენია(55), დვალი(57)

მთავარი მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი

 

ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები