შეუსრულებელი მისია? მოურინიო თვლის, რომ
Aa
Aa

შეუსრულებელი მისია? მოურინიო თვლის, რომ "სიტის" ვერც მომდევნო სეზონში გაუმკლავდება

ისეთი გუნდი როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" სეზონში მინიმუმ ერთ ტიტულს მაინც უნდა იგებდეს.

თანამედროვე მწვრთნელები ინგლისში თასის მოგებას მანდამაინც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, თუმცა წლევანდელ სეზონში პეპ გუარდიოლას "მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონობის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა და სხვებს ისღა დარჩენოდათ, რომ უფრო უმნიშვნელო ტურნირებზე გადართულიყვნენ.

თუ, "ქალაქელები" მომდევნო სეზონშიც ისევე ითამაშებენ როგორც ამას წელს აკეთებდნენ, ასეთ შემთხვევაში სხვა გუნდებს უბრალოდ მე-2 ადგილისთვის ბრძოლა მოუწევთ - ამ მოსაზრებას "წითელი ეშმაკების" თავკაციც იზიარებს.

ამ თემასთან დაკავშირებით ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო, მოულდონელი და ხმამაღალი კომენტარი გააკეთა.

"პრემიერლიგის გუნდებს წელს პოზიტიური სეზონი ჰქონდათ. მაგალითად ჩვენ, "ლივერპულსა" და "ტოტენჰემს".

ჩემპიონობისთვის ბრძოლა წარმოუდგენელი იყო, რადგან "ქალაქელები" უბრალოდ შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. იმ ციფრების გამეორება, რაც მათ დააფიქსირეს შეუძლებელია.

თუ, ისინი გაისადაც იგივეს გაიმეორებენ და ჩემპიონატში 90 ქულის მოპოვებას შეძლებენ, ჩვენთვის მათთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იქნება".

ეს სიტყვები, რომ "იუნაიტედის" სხვა მწვრთნელს ეთქვა, მაგალითად დევიდ მოიესს, ძალიან დიდ აღშფოთებას გამოიწვევდა, თუმცა ვინ იცის, იქნებ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდეს.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა 2017-2018 წლების სეზონის დაწყებამდე ტრანსფერებში უამრავი ფული დახარჯა და რა მიიღო "მანჩესტერმა" საბოლოოდ? ჩემპიონთა ლიგაზე ლა ლიგის მე-7 ადგილოსან "სევილიასთან" უშანსოდ დამარცხდა და ახლა მწვრთნელი ამბობს, რომ ისინი "სიტისთან" ვერ იბრძოლებენ, რადგან მეტოქე ზედმეტად კარგად გამოიყურება. მაშინ, საერთოდ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?

2005 წელს მოურინიომ "ჩელსისთან" ერთად პრემიერლიგა 95 ქულის მოპოვების შემდეგ მოიგო. ამ ფაქტთან დაკავშირებით "განსაკუთრებულმა" შემდეგი რამ თქვა: "მეტოქეებისთვის შანსი არ მიგვიცია. ზუსტად ასე მოქმედებდა წელს  "მანჩსეტრ სიტიც".

მაშინაც კი, როდესაც ისინი ქულებს კარგავდნენ, მათ "ბორნმუთის" წინააღმდეგ გამარჯვება ბოლო წუთზე მოიპოვეს. სხვა შემთხვევებშიც 90-ე წუთებზე რთული სიტუაციიდან გამოძვრომას მარტივად ახერხებდნენ. მგონი ზედმეტი კითხვების დასმა საჭირო არ არის, თუ ვინ იყო წელს ყველაზე ძლიერი და ვინ დაიმსახურა ჩემპიონობა".

გუნდში პრობლემატურია ალექსის სანჩესის ფაქტორიც. ჩილელი ფორმაში აშკარად ვერ იმყოფება. მარკუს რაშფორდი და ჯესი ლინგარდი კი მასზე გაცილებით უკეთ გამოიყურებიან.

მოურინიომ ამ თემაზე შემდეგი განაცხადა: "არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ მისი ფორმა მაკმაყოფილებს, ან არა. მე, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დიდი მოყვარული არ გახლავართ. ეს უბრალოდ შესაძლებლობა იყო, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლებოდა. თუ, გარიგება ზამთარში არ შედგებოდა, მაშინ ის საერთოდ აღარ განხორციელდებოდა.

არ ველოდი, რომ სანჩესი მოვიდოდა და ზუსტად ისე ითამაშებდა როგორსაც ჩვენ ვიცნობთ. იმის თქმა შემიძლია, რომ ის ახალი სეზონიდან იმაზე ძლიერი იქნება, ვიდრე ახლა არის".

მოურინიოს ამ საუბრის შემდეგ რთული სათქმელია, თუ რა რეაგირება იქნება კლუბის მხრიდან. ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ პრესა ამ ყველაფერს აიტაცებს და პორტუგალიელ სპეციალისტს უკან ათმაგად დაუბრუნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები