Aa
Aa

ბეგლარიშვილის ბრწყინვალე მატჩი - 1 გოლი და 3 საგოლე პასი

ესტონეთის საფეხბურთო თასის მეოთხედფინალში ტალინის ''ფლორამ'' სტუმრად 7:0 გაანადგურა ''კურესაარე.'' გამარჯვებულთა ქართველმა ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა სამი საგოლე პასი შეასრულა და 1 გოლი შეაგდო. მან საგოლე გადაცემები პირველ, მეორე და მეოთხე გოლებზე გააკეთა. მატჩის საბოლოო ანგარიში ბეგლარიშვილმა 85-ე წუთზე დააფიქსირა.

უხვგოლიანი გამარჯვების შემდეგ ''ფლორამ'' ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 36-ე ტურში ''კორდობამ'' შინ 3:0 დაამარცხა ''სევილია ბ.'' სტუმართა შემადგენლობაში გიორგი აბურჯანიამ 90 წუთი ითამაშა. sofascore-ს ვერსიით აბურჯანია თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის თამაში 6.9 ნიშნით შეფასდა. 22-გუნდიან ჩემპიონატში ''სევილია ბ'' 23 ქულით ბოლო ადგილზეა, შემდეგ სეზონს რანგით მესამე ლიგაში გაატარებს.

ქართველი ლეგიონერების შესახებ იხილეთ

''შახტარი'' ფინალშია - ფონსეკა ხოჭოლავას ენდო

არაბულის გოლი ნახევარფინალში - ტრავმის შემდეგ პირველად გაიტანა

''თასი ჩვენთან უნდა დარჩეს'' - ზარანდია პოლონეთის თასის ფინალშია

გველესიანი მერვედფინალშია - ქართველის წარმატება აზიის ჩემპიონთა ლიგაზე

ბოლო ხუთ მატჩში ექვსი გოლი - ქვილითაიამ ნახევარფინალში გაიტანა

ქართველი მცველის ეფექტური გოლი - გამარჯვება საკუთარ კედლებში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები