UFC დვალიშვილი VS სიმონი - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან
Aa
Aa

UFC დვალიშვილი VS სიმონი - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან

აშშ-ში მოღვაწე 27 წლის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC-ში ბრძოლას 22 აპრილს, რიკი სიმონის წინააღმდეგ გამართავს. ქართველი სპორტსმენი განვლილი კარიერისა და უახლოესი გეგმების შესახებ crystalsport-ს ესაუბრა.

-აშშ-ში წასვლამდე საქართველოში ჭიდაობდით. ძიუდოსა და სამბოში ვარჯიშის შემდეგ აშშ-ში სხვადასხვა სახეობებში გამოდიოდით. საქართველოდან წასვლის შემდეგ პირველად რა სახეობაში იჩხუბეთ და როგორ განვითარდა თქვენი კარიერა ? როგორ მიხვედით UFC-მდე?

    - საქართველოში სერიოზულად მხოლოდ ძიუდოსა და სამბოში ვვარჯიშობდი. სამბოში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორიც ვარ, მაგრამ MMA უფრო მხიბლავდა. ამ სახეობაში ვხედავდი ჩემს მომავალს. 19 წლის ასაკში გადავედი მთლიანად MMA-ში და საქართველოში ყველა სამოყვარულო ტურნირი მოვიგე. საქართველოში გამარჯვებების შემდეგ აშშ-ში სამოყვარულო MMA-ს ქამარზე ლევან მაყაშვილთან და გიორგი სეთურიძესთან ერთად პირველი შეჯიბრება  დამინიშნეს. მე და ლევანმა ტურნირზე გამარჯვება მოვიპოვეთ და წარმატების შემდეგ საქართველოში დავბრუნდით. სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ ნიუ იორკში ჩამოვედი მეგობართან ბორის სარალიძესთან. ყველაფერი 0-დან დავიწყე. არავის ვიცნობდი და არავინ მიცნობდა. MMA-ს ბრძოლებში მონაწილეობის უფლებას ვერ ვიღებდი. ამიტომ პირველი 1 წელი მხოლოდ კინგ ბოქსისა და სამოყვარულო ბოქსის ტურნირებში გამოვდიოდი. შემდგომში როგორც იქნა კარგი დარბაზი ვიპოვნე და დამინიშნეს უკვე MMA-ს ბრძოლები. 2014 წელს პროფესიონალებში გადავედი.

    - საინტერესოა ინფორმაცია შენი ყოველდღიური რეჟიმის შესახებ. ბევრისთვის საინტერესო იქნება დღეში რამდენჯერ ვარჯიშობ და როგორ იკვებები.

    - დღეში ორჯერ ვვარჯიშობ დილით და საღამოს. უმარილო და უშაქრო ჯანსაღი საკვებით ვიკვებები. ძირითადად სალათებით, ქათმის საქონლით და თევზით. UFC-ში გადასვლამდე აშშ-ში 5 წელი მშენებლობაზე ვმუშაობდი და მხოლოდ ერთხელ ვახერხებდი ვარიშს. მაშინ სპორტით გამომუშავებული თანხა არ მყოფნიდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა და მხოლოდ სპორტულ კარიერაზე ვფიქრობ.

    -როგორც ვიცით აშშ-ში კარიერის დაწყება გაგიჭირდათ და დამატებით გიწევდათ მუშაობა. რამდენად რთული იყო ეს პერიოდი თქვენთვის? 

    - პირველი სამი წელი მშენებლობაზე ვმუშაობდი.ზამთარ-ზაფხულ  სიცივესა და სიცხეში მუშაობა მიწევდა. ყველაზე რთული ზამთარში სიცივეში მუშაობის შემდეგ ვარჯიშზე წასვლა იყო. შემდეგი ორი წელი შიდა სამუშოებზე ვმუშაობდი, აღარ ვიყინებოდი და ვარჯიშის ენერგია მრჩებოდა.

    - რიკი სიმონთან შეხვედრამდე 10 კგ დაიკელით. როგორ კონდიციებში ხართ დ როგორ ემზადებით ბრძოლისთვის?

    -  ამჟამად კარგ ფორმაში ვარ. ბოლო ბრძოლისას მაღალი ტემპერატურა მქონდა, თუმცა ახლა არაფერი მაწუხებს. დღეს მაქვს ოფიციალური აწონვა, რის შემდეგაც დაკარგულ წონასა და ენერგის აღვიდგენ. ჩემმა მეტოქემ უფრო მეტი დაიკლო. ასე რომ ამ მხრივ თანაბარ სიტუაციაში ვართ. 

    - რა ინფორმაცია გაქვთ რიკი სიმონის შესახებ?

    - ძალიან ძლიერი და კარგი მოწინააღმდეგეა, მაგრამ ჩემი შეტევებით თავბრუ უნდა დავახვიო და შეცდომაზე უნდა დავიჭირო.

    - რა არის რიკი სიმონის სისუსტე?

    - სისუსტე არ აქვს.ხალხის აზრით ფავორიტი მე ვარ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. პირიქით ძალიან რთული ბრძოლა მელოდება. მოგების შემთხვევაში ძალიან დავწინაურდები რეიტინგში. შემდეგ უკვე ჩემი ფინანსები და ცნობადობა გაიზრდება.

    კრისტალსპორტის რედაქცია წარმატებას უსურვებს ქართველ მებრძოლს. 

    იხილეთ ორთაბრძოლის პრომო:

     

    ცხელი ამბები