Aa
Aa

გენადი გოლოვკინის მომავალი მეტოქის ვინაობა ცნობილია!

გენადი გოლოვკინი საკუთარ ტიტულს 5 მაისს კალიფორნიაში ვანეს მარტიროსიანის წინააღმდეგ დაიცავს. ყაზახ მოკრივეს ბრძოლა კანელო ალვარესის წინააღმდეგ უნდა გაემართა, თუმცა ამ უკანასკნელს ტესტირებისას სისხლში აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს და 6 თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. როგორც მექსიკელი აცხადებს აღნიშნული ნივთიერება მის ორგანიზმში „მექსიკური ხორცის“ ჭამის შედეგად აღმოჩნდა.

 

გენადის მომავალ მეტოქეებად ბილი ჯო საუნდერსი და სერგეი დერევიანჩენკო განიხილებოდნენ, თუმცა “WBA”, “WBC“ და “IBF”-ის ჩემპიონი ვანეს მარტიროსიანს დაუპირისპირდება. ეს უკანასკნელი რინგზე 2016 წლის შემდეგ არ გამოსულა და ბოლო შეხვედრაში ერისლანდი ლარასთან დამარცხდა.

“Yahoo Sports“-თან საუბრისას გოლოვკინის პრომოუტერმა ტომ ლოეფლემ განაცხადა:“ვანესი არც თუ ისე აქტიური იყო, თუმცა ბრძოლის გამართვა მასაც სურდა. მიუხედავად პაუზისა იგი ვარჯიშს განაგრძობდა და გენადისთან ორთაბრძოლის შეთავაზებას დიდი ინტერესით შეხვდა. სიმართლე გითხრათ უკეთესი იქნებოდა თუ კანელოს დავუპირისპირდებოდით, მაგრამ მექსიკელის ქმედებებმა ყველაფერი ჩაშალა. მარტიროსიანი მშვენიერი მოკრივეა და იმედი გვაქვს რომ საკმაოდ დაძაბულ შეხვედრას ვიხილავთ“.

მომავალ მეტოქეზე გენადი გოლოვკინმაც ისაუბრა და განაცხადა:“ეს ბრძოლა კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა, მე მარტიროსიანს დიდ პატივს ვცემ და ჩხუბისთვის სრული დატვირთვით ვემზადები. იმედი მაქვს, რომ ტიტულს დავიცავ“.

რაც შეეხება კანელო ალვარესს, მას მიაჩნია, რომ გენადისთან პირველ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა და მსაჯებმა მას მოგება ცხვირწინ ააცალეს. საინტერესოა, რომ არბიტრების გადაწყვეტილებით მატჩი ფრედ დასრულდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ერთ-ერთმა რეფერიმ საკმაოდ უცნაური ანგარიში დააფიქსირა 118-100. გულშემატკივართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს შედეგი სავსებით არ ასახავს იმ მატჩს, რომელიც მოკრივეებმა ჩაატარეს. შეგახსენებთ, ერთა არბიტრმა 114-114 დააფიქსირა, ხოლო მეორემ 115-114 გოლოვკინის სასარგებლოდ, უკანასკნელმა მსაჯმა კი მხარი კანელოს დაუჭირა.

ცხელი ამბები