კარლ-იოჰან იონსონი - “მუნდიალზე ზლატანის გარეშეც კარგად ვიასპარაზებთ”
Aa
Aa

კარლ-იოჰან იონსონი - “მუნდიალზე ზლატანის გარეშეც კარგად ვიასპარაზებთ”

წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლოა შვედეთის მაისურით კიდევ ერთხელ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვიხილოთ. თუმცა კარლ-იოჰან იონსონს მიაჩნია, რომ მისი ინდივიდუალიზმი შვედეთის ნაკრებზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.

36 წლის თავდამსხმელმა კარიერა „ევრო 2016“-ის შემდეგ დაასრულა, ზლატანი შვედეთის ნაკრებში 15 წლის განმავლობაში თამაშობდა, 116 შეხვედრა ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა. რამდენიმე ხნის წინ კი მუნდიალზე წასვლის სურვილი გამოთქვა.

 

მისი ნაკრებში დაბრუნების სურვილი ნამდვილად მისასალმებელია მაგრამ შვედეთის ნაკრების გოლკიპერი მიიჩნევს, რომ შესაძლოა გუნდი მისი ინდივიდუალური ტალანტის გარშემო აეწყოს, რაც სხვებს თავის გამოჩენის ნაკლებ საშუალებას მისცემს, არაფერი რომ არ ვთქვათ სათამაშო სქემის ხელახლა გადაწყობის სირთულეზე.

„ჩვენ საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა და იტალიის ნაკრების დამარცხება ზლატანის გარეშე მოვახერხეთ. დარწმუნებული ვარ პრობლემები არც მუნდიალზე შეგვექმნება და იბრაჰიმოვიჩის გარეშეც კარგად ვიასპარეზებთ“.

„შვედეთის ნაკრები საკმაოდ შეკრული გუნდია და მატჩების უმრავლესობა სწორედ ამის ხარჯზე მოვიგეთ. ზლატანი კი, როგორც პიროვნულად ასევე სათამაშო გადმოსახედიდან ინდივიდუალისტია, ანუ გამოდის, რომ ჩვენ კოლექტიურობაზე უარი უნდა ვთქვათ და იბრაჰიმოვიჩის თამაშის სტილს მოვერგოთ“.

„ბუნებრივია, როდესაც გუნდში ზლატანი, რონალდუ ან მესი გყავს ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ მათ თამაში გაუმარტივო, რადგან ისინი მსოფლიო დონის ვარსკლავები არიან და მატჩის მოგება ინდივიდუალურადაც შეუძლიათ. თუმცა იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება გუნდის სათამაშო ტაქტიკას ძირფესვიანად შეცვლის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკმაოდ რთული გადასატანი იქნება. არვიცი მწვრთნელს სურს თუ არა ასეთი ცვლილების განხორციელება, თუმცა თუ იგი გადაწყვეტს, რომ ზლატანმა შვედეთის ნაკრებში უნდა ითამაშოს მაშინ ცვლილებების მაქსიმალურად მცირე დროში განხორცილეება მოუწევს“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები