ჯოკოვიჩი ისევ იგებს
Aa
Aa

ჯოკოვიჩი ისევ იგებს

პროფესიული ტურნირების გარდა, გასულ კვირას ყურადღების ცენტრში მოექცა ტაილანდის დედაქალაქი ბანგკოკი, სადაც საჩვენებელი შეხვედრა გაიმართა ჩოგბურთელებს შორის, რომლებიც პროფესიულ ტურში ყველაზე ხშირად შეხვედრიან ერთმანეთს.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი 44-ედ წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ.

მართალია, შეხვედრა საგამოფენო ხასიათს ატარებდა, მაგრამ სერბმა და ესპანელმა სერიოზული ბრძოლა გამართეს ერთმანეთში. ნოვაკმა პირველ პარტიაში მეშვიდე გეიმში შეასრულა ერთადერთი ბრეიკი, მეორე პარტიაში კი სრულ უპირატესობას ფლობდა, რაც ორ ბრეიკში გამოიხატა. საათსა და 15 წუთში რეიტინგის ლიდერმა 6:4, 6:2 მოიგო.

ამ მინი-ტურნესთვის, ჩოგბურთელებმა სერიოზული ჰონორარი მიიღეს - ჯამში 4 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. ორი სუპერვარსკვლავის ვიზიტი ტაილანდის დედაქალაქში ორგანიზებული იყო ქვეყანაში ტურიზმის პრომოუშენის მიზნით.

მატჩამდე ჩოგბურთელებმა რამდენიმე სუპერმარკეტი მოინახულეს, რომლებიც საკუთარი წარმოების საქონლით ვაჭრობენ, ვიზიტი ჰქონდათ ტაივანის სამეფო ოჯახის რეზიდენციაში, ეწვივნენ ქვეყნის პრემიერმინისტრს და მოინახულეს ერავანის სახელგანთქმული ტაძარი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები