არველაძემ 5:0 მოიგო - ''ფახთაქორის'' მორიგი 3 ქულა
Aa
Aa

არველაძემ 5:0 მოიგო - ''ფახთაქორის'' მორიგი 3 ქულა

უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის ''ფახთაქორმა'' სტუმრად 5:0 გაანადგურა ბეკაბადის ''მეტალურგი.''  ''ფახთაქორმა'' 7 შეხვედრიდან 5 მოიგო, ორ მატჩში დამარცხდა და 15 ქულით მეორე ადგილზეა. არველაძის გუნდი მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება ლიდერ ''ბუნიოდკორს.''

მე-6 ტურში ''ფახთაქორმა'' 2:0 დაამარცხა ''ქიზილქუმი.'' აღნიშნულ შეხვედრაში შოთა არველაძე ყოფილ თანაგუნდელ ანდრეი კანჩელსკის შეხვდა და instagram-ზე დაწერა: ''დღევანდელი მატჩის წინ, ტაშკენტში გამორჩეული მეგობარი და დიდი ფეხბურთელი, ანდრეი კანჩელსკისი მეწვია. მასთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა. ''რეინჯერსში'' ერთად ბრწყინვალე პერიოდი გავატარეთ.''

შეგახსენებთ, ''ფახთაქორში'' შოთა არველაძის ასისტენტი გოჩა ტყებუჩავაა, ხოლო კლუბის მთავარ სელექციონერად არჩილ არველაძე მუშაობს. 

25 აპრილს მე-8 ტურში ''ფახთაქორი''  ნამანგანის ''ნავბაქორს'' უმასპინძლებს.

ქართველი ლეგიონერების შესახებ იხილეთ

''შახტარი'' ფინალშია - ფონსეკა ხოჭოლავას ენდო

არაბულის გოლი ნახევარფინალში - ტრავმის შემდეგ პირველად გაიტანა

''თასი ჩვენთან უნდა დარჩეს'' - ზარანდია პოლონეთის თასის ფინალშია

გველესიანი მერვედფინალშია - ქართველის წარმატება აზიის ჩემპიონთა ლიგაზე

ბოლო ხუთ მატჩში ექვსი გოლი - ქვილითაიამ ნახევარფინალში გაიტანა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები