ენტონი ჯოშუა უაილდერისთვის ემზადება! მისი პრომოუტერები სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ!
Aa
Aa

ენტონი ჯოშუა უაილდერისთვის ემზადება! მისი პრომოუტერები სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ!

დეონტეი უაილდერსა და ენტონი ჯოშუას დაპირისპირების ხილვა მთელ მსოფლიოს სურს, თუმცა მოლაპარაკებებისას გარკვეული პრობლემები წამოიჭრა, რამაც შესაძლოა ნანატრი მატჩის გადადება გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა 28 წლის ბრიტანელი საკუთარ ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას განაგრძობს და გუშინ „Instagram“-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი არანორმალური ვარჯიშია ასახული.

 

ჯოშუას პრომოუტერი, ედი ჰირნი, იმედოვნებს, რომ შეთანხმება “WBC“-ის ქამრის მფლობელ უაილდერთან ოფიციალურად შემდეგ კვირას დადასტურდება და სულ მალე სანუკვარ დაპირისპირებას ვიხილავთ.

„ჩვენ მათ შეთავაზება წინა კვირას გავუკეთეთ, მაგრამ პასუხი ჯერ კიდევ არ მიგვიღია. იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას ყველაფერი მოგვარდება. 28 აპრილს ნიუ-იორკში დენი ჯეიკობსის ჩხუბია, სადაც წასვლას ვაპირებთ და ვნახავთ რა მოხდება, უაილდერის წარმომადგენლებს პირისპირ შევხვდები და დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ“.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი შეთავაზება ორივე მოკრივესთვის ხელსაყრელია, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პრობლემების შემთხვევაში მზად ვართ გარკვეულ დათმობებზეც წავიდეთ“.

„ენტონიმ გასაგებად თქვა - მას უაილდერთან ჩხუბი სურს!“

„თუმცა თუ უაილდერი მოლაპარაკებებს გააჭიანურებს მაშინ იძულებულები ვიქნებით სხვა ვარიანტები ვეძებოთ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჯოშუასთან ჩხუბს სავალდებულო პრეტენდენტებიც ითხოვენ, პოვეტკინი ამის ნათელი მაგალითია, ასევე შესაძლოა “IBF“-მაც წამოაყენოს რომელიმე მოკრივის კანდიდატურა, ასე რომ სავარაუდო განვითარებები ნამდვილად ბევრია, თუმცა ჩვენ ორიენტირებული უაილდერთან ბრძოლაზე ვართ“

ცხელი ამბები