პრემიერ ლიგის კლუბების 2018/19 წლის სეზონის მაისურები
Aa
Aa

პრემიერ ლიგის კლუბების 2018/19 წლის სეზონის მაისურები

უცხოური სპორტული მედიასაშუალებები ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბების 2018/19 წლის სეზონის ოფიციალური მაისურების ფოტოებს ავრცელებენ.

 

მას შემდეგ, რაც „სიტიმ“ პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონი მოიგო, ნელ-ნელა ყველაფერი ცხადი ხდება. უფრო მეტიც, ნათელი ეფინება იმას თუ პრემიერ ლიგის რომელიც გუნდები იასპარაზებენ მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე.

ასე რომ, რაღა დაგვრჩენია... დროა ჭორებს ავყვეთ.

მოულოდნელად ინტერნეტ სივრცე პრემიერ ლიგის გრანდების მაისურებმა მოიცვა.

გთავაზობთ გავრცელებულ ფოტოებს

 „არსენალი“ - კლუბის ახალი მაისურის ფოტო Footy Headlines-მა გაავრცელა. წყაროს ცნობით ეს „მეთოფეთა“ მესამე მაისური იქნება.

 

„ჩელსი“ - „არისტოკრატების“ მაისურებს Esvaphane.com ავრცელებს. კლუბის მესამე ფორმა უკვე გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ის „მანჩესტერ სიტის“ ფორმას ჰგავს.

 

„ლივერპული“ - „მერსისაიდელთა“ ფორმებს Footy Headlines ავრცელებს. ერთ-ერთ სურათში ვეინალდუმი ჩანს, რომელსაც კლუბის ახალი მაისური აცვია. ეს კი იმის საფუძველს გვაძლევს, რომ დიდი ალბათობით „ლივერპული“ მომავალ წელს ასეთი ფორმით იასპარეზებს.

 

„მანჩესტერ სიტი“ - Footy Headlines-ის ცნობით „ლურჯები“ ამ მაისურით გასვლით მატჩებზე წარსდგებიან. ეს მაისური უკვე გააკრიტიკეს, თუმცა როდესაც ისე თამაშობ, როდესაც „სიტი“ მაშინ რაც გინდა იმას ჩაიცვამ.

 

„მანჩესტერ იუნაიტედი“ - „წითელი ეშმაკების“ საშინაო ფორმა Footy Headlines-მა გაავრცელა. კრიტიკოსების თქმით სამწუხაროა, რომ ტრადიციული გუნდის მაისურში თეთრი ფერი საერთოდ არაა გამოყენებული.

 

„ტოტენჰემი“ - „დეზების“ საშინაო და საგარეო ფორმების ფოტოებს Esvaphane.com ავრცელებს. საშინაო ფორმაც რაც შეეხება ის დიდად არ შეცვლილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები