ვიეირა შესაძლოა ''არსენალში'' დაბრუნდეს - ვენგერის სავარაუდო შემცვლელთა სია გაიზარდა
Aa
Aa

ვიეირა შესაძლოა ''არსენალში'' დაბრუნდეს - ვენგერის სავარაუდო შემცვლელთა სია გაიზარდა

ლეგენდარული პატრიკ ვიეირას “არსენალში’’ დაბრუნების შანსი რეალურია. “ნიუ იორკ სითის’’ მთავარმა მწვრთნელმა შესაძლოა არსენ ვენგერი შეცვალოს.

პრემიერლიგაში “არსენალმა’’ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსი დაკარგა, თუმცა ევროპა ლიგის მოგების შემთხვევაში “არსენალი’’ შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, რაც ძალიან რთული იქნება. ევროპა ლიგის ნახევარფინალში ''არსენალი'' მადრიდის ''ატლეტიკოს'' შეხვდება. ‘‘არსენალის’’ ქომაგებს შორის ვენგერისადმი უკმაყოფილება იზრდება და შესაძლოა ფრანგის ინგლისურ კლუბში მუშაობის 22-წლიანი პერიოდი დასრულდეს.

2016 წლიდან ვიეირა “ნიუ იორკ სითის’’ მთავარი მწვრთნელია. ამერიკულ კლუბს City Football Group-ი ფლობს. აღნიშნული კომპანია ასევე ფლობს “მანჩესტერ სიტის.’’ პატრიკ ვიეირა აშშ-ში გადასვლამდე “ქალაქელების’’ სარეზერვო გუნდს ხელმძღვანელობდა.

როგორც dailymail-ი წერს ვიეირას მთავარ მწვრთნელად დანიშვნას არ უნდა მოყვეს დიდი ცვლილებები სამწვრთნელო შტაბში, რადგან 41 წლის საფეხბურთო სპეციალისტი კარგად იცნობ სტივ ბოულდს, გერი პეიტონს, ნილ ბანფილდსა და იენს ლემანს.

გასულ წელს FA Cup-ის ფინალში “არსენალმა’’ 2:1 დაამარცხა “ჩელსი.’’ ზაფხულში “არსენალის’’ ხელმძღვანელებმა ვენგერთან ახალი ორწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. არსენ ვენგერს იდეალური ურთიერთობა აქვს კლუბის მილიარდელ მფლობელ სტენ კრონკესთან.

1996 წელს ''მილანში'' გატარებული წარუმატებელი პერიოდის შემდეგ ვიეირამ ''არსენალთან'' გააფორმა კონტრაქტი. მოგვიანებით მთავარ მწვრთნელად არსენ ვენგერი დაინიშნა. ვიეირა 2005 წლამდე ''მეთოფე'' იყო. ვენგერთან მუშაობას უკავშირდება ვიეირას კარიერის საუკეთესო პერიოდი, როცა ჩრდილოლონდონური გუნდი სამჯერ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი.

ვიეირას დასახელებამდე არსენ ვენგერის სავარაუდო შემცვლელთა სიაში შემდეგი მწვრთნელები შედიოდნენ: იოახიმ ლიოვი, ლეონარდო ჟარდიმი, პაულუ ფონსეკა, ბრენდან როჯერსი და მიკელ არტეტა.

არსენ ვენგერის ხუთი სავარაუდო შემცვლელი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები