პოგბა-მოურინიოს საგა გრძელდება! ფრანგმა ჟოზე უყურადღებოდ დატოვა!
Aa
Aa

პოგბა-მოურინიოს საგა გრძელდება! ფრანგმა ჟოზე უყურადღებოდ დატოვა!

„ვესტ ბრომვიჩთან“ საშინელი თამაშის შემდეგ პოლ პოგბამ „ბორნმუთთან“ გაიბრწყინა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ფრანგმა სეზონში მე-11 გადაცემა ჩაიწერა და ამჯერად რომელუ ლუკაკუს გაატანინა. პოგბა ჟოზემ მე-80 წუთზე შეცვალა, ცვლილების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პორტუგალიელსა და ფრანგს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია. პოგბამ მოედნის დატოვების შემდეგ მაიკლ კერიკს და ჟოზეს ასისტენტს რუი ფარიას ხელი ჩამოართვა და მოურინიოსკენ არც კი გაუხედავს. მიუხედავად პორტუგალიელის ჟესტისა, რომელიც პოგბას სათადარიგო სკამზე დაჯდომისკენ მიუთითებდა ფრანგი „შეცდომით“ გასახდელისკენ გაემართა, თუმცა რამდენიმე წამში შემობრუნდა და გუნდელებს სათადაგირო სკამზე შეუერთდა. 

მოურინიოს პოგბას საუკეთესო მოთამაშის ტიტულის შესახებ კომენტარის გაკეთება მატჩის შემდეგ თხოვეს, რაზეც პორტუგალიელმა განაცხადა: “მე გუნდს ვწვრთნი და ინდივიდუალების გამორჩევის დიდი მოყვარული ნამდვილად არ ვარ, თუმცა მან დღეს ნამდვილად კარგად ითამაშა, პოგბამ „სიტისთან“ შეხვედრა ფენომენალურად ჩაატარა დღეს კი ძალიან, ძალიან კარგი თამაში აჩვენა“.

პოგბას წარმატებულ თამაშზე თავისი აზრი რომელუ ლუკაკუს აქვს, ბელგიელი თავდამსხმელის მიხედვით ფრანგი ნახევარმცველის კარგი თამაში მოურინიოს რჩევების გათვალისწინების დამსახურებაა: "ვიცოდით, რომ სივრცეები გვქონდა, გასახდელში მწვრთნელმა პოგბას უთხრა, რომ თამაში იგივე სტილში გაეგრძელებინა და შექმნილი სივრცეები დრიბლინგისას მაქსიმალურად გამოეყენებინა. პოლმა ყველაფერი იდეალურად შეასრულა, შესანიშნავი გადაცემა გააკეთა, რომელიც ჩემი გატანილი გოლით დასრულდა“. 

პოლ სქოულსმა „ბორნმუთთან’ დაპირისპირების დასრულებისთანავე პოგბა შეაქო:“დღეს მან საოცრად ითამაშა, „ვესტ ბრომვიჩთან“ შეხვედრის შემდეგ პოგბამ ზეწოლას გაუძლო და მატჩი მშვენივრად ჩაატარა. იგი საერთოდ არ ჰგავდა იმ ფეხბურთელს, რომელიც კვირას ვიხილეთ“.

 

საინტერესოა, რომ „ვესტ ბრომვიჩთან“ მარცხის შემდეგ პოლ სქოულზმა პოგბა სასტიკად გააკრიტიკა და ფეხბურთელს ბრალი უპატივცემულობაში დასდო;“პოგბას ქმედებები იმ ადამიანის ქცევებს ჰგავს, რომელიც შემდეგნაირად ფიქრობს: არ მაინტერესებს რას მეტყვის მწვრთნელი, სულერთია რას იფიქრებს იგი ჩემს თამაშზე, მე უბრალოდ გავალ მოედანზე და მატჩს ისე ჩავატარებ, როგორც თავად მომინდება“.

"იუნაიტედს" წლევანდელ სეზონში მხოლოდ "ასოციაციის თასის" მოგების შანსები შერჩა. შაბათს ნახევარფინალურ ეტაპზე  "მანჩესტერი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები