პრემიერლიგაში ზამთრის შესვენება 2019-20 წლების სეზონიდან დაინერგება?
Aa
Aa

პრემიერლიგაში ზამთრის შესვენება 2019-20 წლების სეზონიდან დაინერგება?

BBC-ს ინფორმაციით, 2019-2020 წლების სეზონიდან ინგლისის პრემიერ ლიგაში ზამთრის შესვენება დაინერგება.

პაუზა იანვრის ბოლოდან თებერვლის დასაწყისამდე იქნება, თუმცა მისი დღეების ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით არ სახელდება.

ამ ეტაპზე მოლაპარაკებები პრემიერ ლიგის, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა და ინგლისის ლიგის თასის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს. შეთანხმების მიღწევამდე ბევრი აღარაფერი რჩება, მხარეები ახლა სწორედ თარიღების რაციონალურად გადანაწილებაზე ლაპარაკობენ.

როგორც BBC წერს, პრემიერ ლიგაში ზამთრის პაუზის შემოღების შესახებ, მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები