Aa
Aa

თოკო საუკეთესოა! "ბასკონია" თურქეთში დამარცხდა

დღეს "ევროლიგის" საპლეიოფო ეტაპზე თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ჩაერთო. ბასკები სტუმრად "ფენერბაჰჩეს" დაუპირისპირდნენ და 9 ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ.

ვიტორიელებმა სუსტი პირველი ტაიმი ჩაატარეს და შესვენებაზე 17 ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ. მიუხედავად მეორე ნახევრის მოგებისა ბასკები 82-73 დამარცხდნენ.

თოკო თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და თავის გუნდს ულიდერა. შენგელიამ ბასკთა შორის ყველაზე მეტი - 16 ქულა მოაგროვა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 10-დან 4 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. თოკომ 6 მოხსნას 2 გადაცემა და 1 ჩაჭრა დაუმატა. შენგელიამ ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ფენერბაჰჩეს" რიგებში ბრედ ვანამეიკერი 16 ქულით გამოირჩა. კოსტას სლუკასმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 10 ქულა, 11 გადაცემა. ხოლო იან ვესელიმ თავი 13 ქულასა და 8 მოხსნას მოუყარა.

"ბასკონიას" მხრიდან თოკოს გარდა 10 ქულიანი ნიშნული როდრიგო ბობოამ(13), მეტ იანინგმა(11) და ლუკა ვილდოზამ(12) გადალახეს.

"ფენერი" სერიაში 1-0 დაწინაურდა, შემდეგი შეხვედრა 20 აპრილს, თბილისის დროით 21:45-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები