ვიდალისთვის სეზონი დასრულებულია
Aa
Aa

ვიდალისთვის სეზონი დასრულებულია

მიუნხენის „ბაიერნის“ ჩილელ ნახევარმცველ არტურო ვიდალს მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.

ვიდალს დაშავებულ მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა და როგორც „ბაიერნის“ ტვიტერის ოფიციალური გვერდი გვამცნობს, სარეაბილიტაციო პერიოდი სულ მცირე ამ სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

„ვიდალს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც მისი ამ სეზონში თამაში გამორიცხულია“. - წერია „რეკორდმაისტერის“ განცხადებაში.

30 წლის სამხრეთ ამერიკელს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის 22 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

ხშირად იწერება იმის შესახებაც, რომ ვიდალმა შესაძლოა ზაფხულში „ალიანც არენადან“ წასვლაზე იფიქროს და მაგალითად მილანის „ინტერის“ მაისური მოირგოს. ვიდალს ყველაზე აქტიურად სწორედ „ნერაძურისთან“ აკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები