ბევრი ლუდი და თასი!!! - „პსვ“-მ დიდი ზეიმი გამართა
Aa
Aa

ბევრი ლუდი და თასი!!! - „პსვ“-მ დიდი ზეიმი გამართა

ჩემპიონობის გასაოცარი აღნიშვნა!!! „ერედივიზიეს“ თასის მოგების შემდეგ, „პსვ“-მ და კლუბის ათასობით გულშემატკივარმა, ეინდჰოვენის ცენტრალურ მოედანზე დიდი ზეიმი გამართა. „ერედივიზიეს“ გასულ ტურში, „პსვ“-მ „აიაქსი“ კომფორტული ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდეს.

სადღესასწაულო გარემოს ფოერვერკები და დიდი რაოდენობით ლუდი ალამაზებდა. გულშემატკივრები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა სიმღერებს მღეროდნენ და ცეკვავდნენ.

„პსვ“ ჰოლანდიის „ერედივიზიეს“ გამარჯვებული ისტორიაში 24-ედ გახდა.

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „მადრიდის რეალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, რუუდ ვან ნისტელროიმ Instagram-ის საკუთარ გვერდზე ზედხედიდან გადაღებული სურათები გაავრცელა, სადაც ეინდჰოვენის ცენტრალური მოედანი ჩანს, რომელიც ფოერვერკების კვამლშია გახვეული.

„პსვ“-მ უკანასკნელ ოთხ წელიწადში „ერედივიზიეს“ თასი მესამედ მოიგო.

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები