მოედანზე შეჭრილი ქომაგი და სტივენ ჯერარდის ბიძაშვილი, რომელმაც გულშემატკივარი შეაკავა
Aa
Aa

მოედანზე შეჭრილი ქომაგი და სტივენ ჯერარდის ბიძაშვილი, რომელმაც გულშემატკივარი შეაკავა

გუშინ „როჩდეილისა“ და „ოლდემის“ მატჩისას მოედანზე გაბრაზებული გულშემატკივარი შემოვარდა და მსაჯისკენ გაემართა, საბედნიეროდ მსაჯმა ქომაგის შენიშვნა მოახერხა და გვერდით გაიწია. გულშეტკივარს კი კონტაქტამდე რამდენიმე წამით ადრე ფეხი დაუცდა და შემდეგ იგი „ოლდემის“ ორმა ფეხბურთელმა შეაკავა.

 

აღნიშნულ მოთამაშეებს შორის იყო ენტონი ჯერარდი, რომელიც ლეგენადარული ინგლისელი ნახევარმცველის - სტივენ ჯერარდის ბიძაშვილია. ენტონიმ მომავალი საფრთხე საწყის ეტაპზევე შენიშნა და გუნდელებთან ერთად არბიტრი სერიოზული დაზიანებებისგან იხსნა.

მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა, ქომაგის გაბრაზება, ბანკსის მიერ პირველ ტაიმში დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა გამოიწვია, რომელიც სწორედ ჯერარდის წესების დარღვევას მოჰყვა.

“Sportsmail”-ის მსაჯთა ექსპერტი - გრაჰამ პოლი აღნიშნულ მოვლენას გამოეხმაურა და განაცხადა:“ეს ინციდენტი შემთხვევითობა ნამდვილად არ ყოფილა და დიდი ალბათობით მისი განმაპირობებელი ფაქტორი „ჩემპიონთა ლიგაზე“ ბუფონის ქცევები იყო, რომელმაც მაიკლ ოლივერს შეურაცხყოფა მიაყენა. აუცილებელია მაღალი დონის ჩემპიონატებსა და ტურნირებში მონაწილე ფეხბურთელებმა მსაჯების მიმართ პატივისცემა გამოხატონ, წინააღმდეგ შემთხვევაში არბიტრთა მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას დაბალ ლიგებშიც ვიხილავთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები