ფლოიდ მეივეზერი:
Aa
Aa

ფლოიდ მეივეზერი:"თუ ოდესმე დაბრუნებას გადავწყვეტ, ეს აუცილებლად ოქტაგონზე მოხდება"

ფლოიდ მეივეზერისა და კონორ მაკგრეგორის განმეორებითი შეხვედრის შესახებ ჭორები დიდი ხანია ვრცელდება, ლენოქს ლუისმა ისიც კი განაცხადა, რომ ფლოიდი და კონორი ოქტაგონზე განსხვავებული წესებით იბრძოლებენ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად დანა უაითმა უარყო. სპეკულაციები მას შემდეგ გახშირდა, რაც ფლოიდმა ჟურნალისტებთან “MMA“-ის ლიცენზიის მოპოვების სურვილი შესახებ ისაუბრა.

“SHOWTIME SPORTS“-თან ინტერვიუში მეივეზერმა კიდევ ერთი მინიშნება ოქტაგონზე დაბრუნების შესახებ გააკეთა და განაცხადა:“ დასვენება ნამდვილად კარგია, თუმცა დაბრუნებას არ გამოვრიცხავ და თუ ოდესმე ჩხუბს გადავწყვეტ, ეს აუცილებლად ოქტაგონზე მოხდება!“

„მე ჩემს გუნდს ამ თემის შესახებ უკვე ვესაუბრე, ალ ჰეიმანი ბრძოლის წინააღმდეგია თუმცა “SHOWTIME“-თან და “CBS”-თან მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს და თუ დანა უაითთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს მოვაგვარებთ, კონორ მაკგრეგორთან დაპირისპირება აუცილებლად გაიმართება“.

„მე რამდენიმემატჩიანი კონტრაქტის გაფორმებაც შემიძლია, მაგრამ "SHOWTIME”-ის ან “CBS”-ის გარეშე ეს ყველაფერი წარმოუდგენელია“.

„დანამდვილებით ვერ გეტყვით ვიჩხუბებ თუ არა ოქტაგონზე. მინდა თუ არა?! რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრი ისეთი საკითხია, რომლის გადაწყვეტაც აუცილებელია. პირველ რიგში ფინანსური სარგებელი, შემდეგ ჩატარების თარიღი და წონა“.

„გამორიცხული არაფერია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ხვალ ან ზეგ შესაძლოა აზრი შევიცვალო, მე ფლოიდ მეივეზერი ვარ და რასაც მინდა იმას გავაკეთებ, თუმცა მსურს აღვნიშნო, რომ კრივს აღარასოდეს დავუბრუნდები“.

ფლოიდისა და მაკგრეგორის დაპირისპირება კითხვის ნიშნის ქვეშ ირლანდიელის გამოხტომის შემდეგ დადგა, კონორი თავს „UFC“-ის სამგზავრო ავტობუსს დაესხა და სასამართლომ მას ბრალდება სამი მუხლით წაუყენა.

უკანასკნელი ინფორმაციით კი მაკგრეგორს ოქტაგონზე დაბრუნება ხაბიბ ნურმაგომედოვთან სურს.

ცხელი ამბები