ბონუჩი
Aa
Aa

ბონუჩი "რეალი" "იუვენტუსზე": "სწორედ ეს გავიფიქრე, როდესაც მსაჯმა პენალტი დანიშნა"

"იუვენტუსის" ყოფილმა უკანახაზელმა და "მილანის" ამჟამინდელმა კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ Calciomercato-სთან  "რეალი" "იუვენტუსის" სკანდლაურ ეპიზოდზე და "მილანში" არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

"ეს კვირა ევროსარბიელზე იტალიური კლუბებისათვის საამაყო იყო. "იუვენტუსისთვის" მადრიდში 3 ბურთის გატანა ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. შემდეგ იყო საეჭვო პენალტი მათ კარში.

მადლობა ღმერთს, რომ მე იმ მატჩში მონაწილეობა არ მიმიღია. სწორედ ეს გავიფიქრე, როდესაც მსაჯმა პენალტი დანიშნა.

მე, არ ვიცი იმ მომენტში რა რეაქცია მექნებოდა".

ბონუჩიმ "მილანის" შესახებაც ისაუბრა და დონარუმას შესანიშნავი თამაში აღნიშნა: "დონარუმას სეივი ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც გოლის გატანა. ეს მომენტი ისე აღვნიშნე, როგორც გოლებს აღვნიშნავ ხოლმე. ვთვლი, რომ ჯიჯიოს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად ჩამოყალიბება შეუძლია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე პლანეტის საუკეთესო მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის გვერდით ვთამაშობდი.

 

ჩვენ თამაშს ვაუმჯობესებთ. პირველი რამდენიმე კვირა რთული იყო. არ ველოდი, რომ სეზონის ამ მომენტისთვის მე-3 პოზიციაზე ვიქნებოდით, მაგრამ ამის იმედი მქონდა.

დაცვაში წარმატებული თამაშის საიდუმლო მსხვერპლის გაღებაშია, რომელიც ყველა ფეხბურთელმა უნდა შესწიროს, თუ მათ ამ დონის მიღწევა სურთ.

გატუზო შექებას ნამდვილად იმსახურებს, რადგან მან გუნდისადმი მიდგომა და სტილი შეცვალა.

იმედი მაქვს, რომ უკეთესი კაპიტანი გავხდები. დიახ, რამდენიმე შეცდომა დავუშვი, მაგრამ რაღაც კარგიც გავაკეთე".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები