როგორ უნდა მოუგონ ინგლისურმა გრანდებმა „სიტის“ მომავალ წელს?

სიახლე 17.04.2018
A+ A- 19:17

ვის შეუძლია აჯობოს მანჩესტერ „სიტის“?! და რა უნდა გააკეთოს მანჩესტერ „იუნაიტედმა“, „ლივერპულმა“, „ტოტენჰემმა“, „ჩელსიმ“ და „არსენალმა“ ამისთვის?!

მას შემდეგ, რაც პრემიერ ლიგის 2017/18 წლის სეზონის გამარჯვებული ცნობილი გახდა, ისეთი დიდი გუნდები როგორებიც „იუნაიტედი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“, „ჩელსი“ და „არსენალია“ ალბათ უკვე მომავალ სეზონზე ფიქრობენ. 2018/19 წლის საფეხბურთო სეზონზე მათ ინგლისური ფეხბურთის უმთავრესი ჩემპიონატის მოგება უნდა სცადონ, რაც მანჩეტერ „სიტის“ ამჟამინდელი ფორმიდან გამომდინარე, ურთულეს საქმედ ითვლება.

როგორც დაანონსდა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ქალაქელები“ კიდევ უფრო მეტი თანხის დახარჯვას და შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავენ. ამის გათვალისწინებით კი უცხოელი ექსპერტები, მომავალი სეზონის ფავორიტებად სწორედ „სიტის“ თვლიან.

მოდით გავარჩიოთ, პირველ რიგში რა კომპონენტებში სჭირდებათ „იუნაიტედს“, „ლივერპულს“, „ტოტენჰემს“, „ჩელსისა“ და „არსენალს“ გაძლიერება, რათა მათ „ლურჯებისთვის“ წინააღმდეგობის გაწევა შეძლონ...

 მანჩესტერ „იუნაიტედი“

 ვინ უნდა დაიტოვონ გუნდში? - დავიდ დე ხეა, ენტონი მარსიალი, მარკუს რაშფორდი.

ვინ უნდა გაუშვან? - დელი ბლინდი, ლუკ შოუ, მატეო დარმიანი, მარუან ფელაინი.

რა უნდა გააკეთონ? - თავიანთ სამოქმედო გეგმას უფრო თანმიმდევრულად უნდა მიყვნენ და მეტად თამამი გადაწყვეტილებები მიიღონ. „ჰადერსფილდთან“, „ნიუკასლთან“, „ვესტ ბრომვიჩთან“ წაგებებმა და „ლესტერთან“, „ბარნლისთან“ და „საუთჰემპტონთან“ ფრედ დასრულებულმა მატჩებმა „წითელ ეშმაკებს“ 15 ქულა დააკარგვინეს, რამაც ის გამოიწვია, რომ „იუნაიტედმა" "სიტის" დაწევის თეორიული შანსიც დაკარგა. ასე რომ, მსგავსი თამაშებში ქულების დაკარგვა ყოვლად გაუმართლებელია.

რა პოზიციები უნდა გაძლიერონ? - მარცხენა და მარჯვენა მცველები, საყრდენი და კრეატიული ნახევარმცველი და, რა თქმა უნდა, კარგი მეგოლე კლუბის ახალი ხერხემალი უნდა იყოს. ასე რომ კირან ტირნი, ალექს სანდრო, ფრედი, ჟან-მიშელ სერი, გარეტ ბეილი და ანტუან გრიზმანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „იუნაიტედის“ ყურადღების ქვეშ იქნებიან.

მწვრთნელი... მზადაა ის რომ ტიტული მოიგოს? - იმის გათვალისწინებით, რომ მოურინიოს სხვადასხვა კლუბებში არაერთი ტიტული აქვს მოგებული, ალბათ უნდა ვთქვათ, დიახ... მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მიმდინარე სეზონში მათ „სიტის“ ვერ აჯობეს, ხოლო მომავალი სეზონიდან „ქალაქელებიც“ ძლიერდებიან.

პერსპექტივები...

„წითელი ეშმაკების“ „ვესტ ბრომვიჩთან“ დამარცხებისა და „სიტის“ გაჩემპიონების შემდეგ ნათელი გახდა, თუ რა მასშტაბის სამუშაოების ჩატარება მოუწევს ჟოზე მოურინიოს იმისათვის, რომ „წითელ ეშმაკებს“ ძველი დიდება დაუბრუნოს. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ტიტული ყველა კლუბში მოიგო, სადაც კი უმუშავია, ფსონებს მაინც მის წინააღმდეგ ჩამოდიან, რადგან გულშემატკივრება ნახეს თუ რა შეუძლია გუარდიოლას „სიტის“.

იმისათვის რომ მომავალ სეზონში „ქალაქელებს“ წინააღმდეგობა გაუწიოს, მოურინიოს სულ მცირე 5 ახალი ფეხბურთელი სჭირდება. იმის გათვალისწინებით, თუ რა დონის ფეხბურთელებია ამ ამოცანის შესასრულებლად საჭირო, „იუნაიტედმა“ ზაფხულში დაახლოებით 300 მილიონი ფუნტი უნდა დახარჯოს. თუ კლუბიდან გასაშვებ ფეხბურთელებს ხუან მატას და ანდერ ერერას დავუმატებთ, ასევე მაიკლ კერიკს, რომელიც კარიერას ასრულებს და მარუან ფელაინის, რომელიც ალბათ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ნათელი ხდება რომ მანჩესტერელებმა ეს ხარჯი აუცილებლად უნდა გაიღონ.

გარდა ამისა, მოურინიომ 89 მილიონ ფუნტად ნაყიდი პოლ პოგბასგან შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა მიიღოს, რათა კლუბი შედარებით გაძლიერდეს.

საერთო ჯამში, მოურინიოს თაოსნობით „იუნაიტედი“ უფრო ნაკლებად პრაგმატული უნდა იყოს და უფრო მეტად შემტევი ფეხბურთი ითამაშოს. ეს ყველაფერი კი ისე უნდა მოახერხონ, რომ კლუბის მემკვიდრეობა და ტრადიციები არ დაიკარგოს.

 „ლივერპული“

ვინ უნდა დაიტოვონ გუნდში? – მოჰამედ სალაჰი.

ვინ უნდა გაუშვან? – დენიელ სტარიჯი, ლაზარ მარკოვიჩი.

რა უნდა გააკეთონ? – წინა წლებთან შედარებით დაცვაში სიტუაცია გამოსწორებულია და "ლივერის" უკანა ხაზი გაცილებით დამაჯერებელია. გუნდს თავდასხმაში კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება სჭირდება, რათა მხოლოდ მოჰამედ სალაჰზე დამოკიდებული არ იყოს. სადიო მანე მშვენიერი ფეხბურთელია, თუმცა ჩავარდნები ახასიათებს, ამიტომაც, კარგი იქნება, თუკი შეტევაში უფრო მძაფრი კონკურენცია გაჩნდება.

რა პოზიციებზე უნდა გაძლიერდნენ? – მათ უკვე გაიფორმეს ნაბი კეიტა, ის კარგი დინამიური ნახევარმცველია. გარდა ამისა „ლივერპულს“ ტომას ლემარი ჯერ კიდევ სურს, რომლის გადმობირებაც კლუბისთვის დიდი პოზიტივი იქნება. „ნაპოლის“ მაისურით მოასპარეზე ჟორჟინიო კი, შესაძლოა, ემრე ჯანის კარგ მემკვიდრედ ჩაითვალოს, ასე რომ, მისი გადმობირებაც სასურველია.

მწვრთნელი... მზადაა ის რომ ტიტული მოიგოს? – რა თქმა უნდა!!! კლუბის ფანები კლოპს აღმერთებენ. მისი სათამაშო სტილი ბევრს მოსწონს და მან მშვენიერი, ახალგაზრდული გუნდი შექმნა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.

პერსპექტივები...

უკვე ბევრჯერ ვახსენეთ ის, რომ „სიტი“ მომავალი სეზონის ფავორიტად ითვლება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერ ლიგის თასის მონოპოლია დასრულდა, თითქმის ათი წელი გავიდა. ზედიზედ ორი წელი ტიტულის მოგება ბოლოს „იუნაიტედმა“ მოახერხა. მას შემდეგ პრემიერ ლიგის 9 სეზონი ვიხილეთ და ფაქტია, რომ თასის მოპოვება უფრო და უფრო რთული ხდება, ხოლო თასის შენარჩუნება, თითქმის ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება.

თუ ამ სტატისტიკასა და „ლივერპულის“ ჩატარებულ სეზონს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზაფხულში სწორი ტრანსფერების განხორციელების შემთხვევაში, მერსისაიდელებს „სიტისთვის“ წინააღმდეგობის გაწევა შეეძლებათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მიმდინარე სეზონში „ქალაქელებმა“ „ლივერპულის“ დამარცხება ვერცერთხელ ვერ შეძლეს. კლოპმა კი გუარდიოლას მწვრთნელის რანგში აქამდე გამართული 13-დან 8 ურთიერთშეხვედრა მოუგო.

„ლივერპული“ ახალგაზრდული გუნდია, რომლის ფეხბურთელების საშუალო ასაკიც 24,5 წელია... ეს კი გასაოცარია, რადგან კლუბი წელს "ჩემპიონთა ლიგის" მოგებასაც ცდილობს და ჯერჯერობით მიზნისკენ წარმატებით მიიწევს.

 „ტოტენჰემი“

ვინ უნდა დაიტოვონ გუნდში? – ჰარი კეინი, დელე ალი, კრისტიან ერიკსენი, ტობი ალდერვეირელდი.

ვინ უნდა გაუშვან? – ფერნანდო ლორენტე.

რა უნდა გააკეთონ? – საჭიროა უფრო მეტად კრეატიულები იყვნენ და თავდამსხმელებს უკეთესი შანსები შეუქმნან. ნახევარდაცვაში კი უფრო ხარისხიანად ითამაშონ.

რა პოზიციებზე უნდა გაძლიერდნენ? –გუნდის შემადგენლობის გასაძლიერებლად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყველაზე კარგი ვარიანტი ჩიჩარიტოს, რაიან სესენიონისა და მაქს მაიერის შეძენაა.

მწვრთნელი... მზადაა ის რომ ტიტული მოიგოს? – მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კლუბის ხელმძღვანელობა უფრო მეტ ინვესტიციას ჩადებს, რათა თამაშის ხარისხმა მოიმატოს და პოჩეტინოს მეტი არჩევანის საშუალება ჰქონდეს.

პერსპექტივები...

მომავალი სეზონიდან მაურისიო პოჩეტინოს მეთაურობით „ტოტენჰემს“ შეუძლია ახალ სტადიონზე ახალი ეპოქა შექმნას. არგენტინელმა სპეციალისტმა მიმდინარე და გასულ სეზონებში დაგვანახა, რომ საკუთარი მოედანი შეუძლია ციხესიმაგრედ აქციოს.

„ტოტენჰემის“ პრიორიტეტი პირველ რიგში ახალ მოედანთან შეგუება უნდა იყოს. ამის შემდეგ კი დაცვაში და შეტევაში გაძლიერდნენ, თუ მათ ტიტულისთვის ბრძოლა მომავალ სეზონშიც სურთ. "დეზების" სამიზნე „ფულჰემის“ ფეხბურთელი, რაიან სესენიონი უნდა იყოს და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის რომ ის გადმოიბირონ. მნიშვნელოვანია „შალკეს“ ფლეიმეიქერის, მაქს მაიერის შეძენაც და „ვესტ ჰემში“ მოთამაშე ჩიჩარიტოსი, რომელსაც კლუბის დატოვება სურს. ამ ფეხბურთელების ყიდვა „ტოტენჰემს“ ძვირი არ დაუჯდება, თუმცა მათ გარდა გუნდს რამდენიმე ტოპ კლასის მოთამაშეც სჭირდება.

 „ჩელსი“

ვინ უნდა დაიტოვონ გუნდში? – ედენ აზარი და ტიბო კურტუა.

ვინ უნდა გაუშვან? – არავინ. თუმცა შესაძლოა კლუბი დავიდ ლუიზმა და დენი დრინკუოტერმა დატოვონ.

რა უნდა გააკეთონ? – პირველ რიგში, მწვრთნელის საკითხი მოაგვარონ.

რა პოზიციებზე უნდა გაძლიერდნენ? – აუცილებელია გასული წლის შენაძენები, ტიმუე ბაკაიოკო და ალვარო მორატა გუნდს მოერგონ. ამის შემდეგ კი მათ ცენტრალური მცველი, მაღალი დონის ნახევარმცველი და თავდამსხმელი უნდა დაიმატონ.

მწვრთნელი... მზადაა ის რომ ტიტული მოიგოს? – თუ კლუბში ყველაფერი კარგად იყო, მაშინ კი. ანტონიო კონტემ „ჩელსიში“ მოსვლის შემდეგ დაგვანახა, რომ მას ჩემპიონობა შეუძლია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კლუბში დაპირისპირებები გაგრძელდა, მაშინ კონტემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

პერსპექტივები...

რა თქმა უნდა „ჩელსი“ მომავალ სეზონშიც ტიტულისთვის იბრძოლებს. არ აქვს მნიშვნელობა კლუბში ახალი მწვრთნელი მოვა თუ არა, „ჩელსი“ ექვსეულს მაინც არ გასცდება. თუმცა თუ კონტე პოზიციას შეინარჩუნებს და იმ ტრანსფერების განხორციელებას შეძლებს, რაც სურს, მაშინ "ლურჯების" საჩემპიონო შანსი საგრძნობლად გაიზრდება.

 „არსენალი“

ვინ უნდა დაიტოვონ გუნდში? – ექტორ ბელერინი, აარონ რემზი. ტემპს და მიზნებს რა თქმა უნდა ვერ დაკარგავენ.

ვინ უნდა გაუშვან? – შკოდრან მუსტაფი.

რა უნდა გააკეთონ? – საჭიროა კლუბის ფილოსოფია და მიმართულება შეიცვალოს. გუნდს ახალი „ხერხემალი“ და გრძელვადიანი ლიდერი სჭირდება. აუცილებელია ცენტრალური მცველი და ნახევარმცველი, რომელიც ნახევარდაცვას გააკონტროლებს. დიდი პრობლემაა კოშინლის ფიზიკური ფორმა, რადგან ის ხშირად ტრავმიანობს.

რა პოზიციებზე უნდა გაძლიერდნენ? – ლევერკუზენის „ბაიერის“ მეკარე - ბერნდ ლენო, „მეთოფეთა“ კარის ხაზზე შესანიშნავი ვარიანტია. დაცვაში მათ „ვესტ ბრომვიჩის“ ფეხბურთელი - ჯონი ევანსი გამოადგებათ, ხოლო ნახევარდაცვაში „ჰოფენჰაიმის“ მოთამაშე, კერემ დემირბაი გამოადგებათ. მათ არ ჰყავთ ისეთი ნახევარმცველი, რომელიც დაცვას მიეხმარება, დემირბაი კი სწორედ ამ პრობლემას მოაგვარებდა.

მწვრთნელი...მზადაა ის რომ ტიტული მოიგოს? – არა. მათ არსენ ვენგერი უფრო ახალგაზრდა და მოქნილი მწვრთნელით უნდა ჩაანაცვლონ. მის კარგ შემცვლელებად კი შეგვიძლია იოაჰიმ ლიოვი, ლეონარჯო ჟარდიმი და მიკელ არტეტა დავასახელოთ. ვენგერმა შესაძლოა კლუბი ამ ზაფხულს დატოვოს, იმის მიუხედავად მოიგებს თუ არა ევროპა ლიგას.

პერსპექტივები...

2016 წელს არსენალმა სეზონი პრემიერ ლიგის მეორე ადგილით დაასრულა, თუმცა წელს ისინი ოთხეულს მიღმა არიან. დღეს ისინი ტიტულისგან ისე შორს არიან, როგორც არასდროს. ვენგერის კლუბში დატოვების შემთხვევაში „მეთოფეები“ მდგომარეობას ალბათ კიდევ უფრო გაიუარესებენ. ვენგერთან ერთად გატარებულმა კიდევ ერთმა სეზონმა, შესაძლოა ისინი 3 წლით უკან დახიონ. კლუბი ყოველდღიურად ვითარდება... თუმცა მოედანს მიღმა. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ - საფეხბურთო გუნდი საშინელ მდგომარეობაშია.

რთულია იმაზე საუბარი, თუ რა გზით შეიძლება „არსენალმა“ ისეთ კლუბებს აჯობოს, როგორებიც „სიტი“ ან თუნდაც „ტოტენჰემია“ იქამდე, სანამ ხელმძღვანელობა ფულის ხარჯვას არ დაიწყებს.

რეალურად, მომავალ სეზონში „არსენალს“ „სიტისთან“ არანაირი შანსი არ ექნება, თუ „მეთოფეები“ მწვრთნელს არ დაითხოვენ და შემადგენლობაში რადიკალურ ცვლილებებს არ დაიწყებენ. მათ ფული უნდა დახარჯონ. მართალია კლუბში რამდენიმე კარგი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა ძალიან სუსტი დაცვა და ნახევარდაცვა ჰყავს, რაც საერთო სურათს აფუჭებს.

ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ „არსენალის“ ფანები დანებდნენ. მათ რწმენა, ენთუზიაზმი და გული დაკარგეს...

rtl-ზე გადაცემა What If?-ის სტუმარი ლონდონის ''არსენალის'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იყო. ლონდონის ''არსენალში'' გატარებული 22-წლიან...

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი ედენ აზარს „ჩელსის“ დატოვებას ურჩევს. „შესაძლოა, ახლა იდეალური დროს ი...

იტალიური „მილანის“ ახალი მფლობელი, ამერიკული კომპანია, „ელიოტი“ კლუბის მმართველ საბჭოში ცვლილებებს გეგმავს და შესაძლოა, თანამდ...

ლონდონის "ჩელსიში" მაურიციო სარის ეპოქა დაიწყო! "არისტოკრატების" ახალი მთავარი მწვრთნელი, გამარჯვებებისთვის მზადაა და წარმატების მისაღწევად, რამდენიმე...

რუსეთის ნაკრებისა და „ცსკას“ ამომავალი ვარსკვლავი, ალექსანდრ გოლოვინი ტურინის „იუვენტუსისა“ და ლონდონის „ჩელსის“ ი...

''ნაპოლის'' ფეხბურთელი ჟორჟინიო კარიერას ლონდონის ''ჩელსიში'' გააგრძელებს. 26 წლის იტალიელმა ''არისტოკრატებთან'' ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამპლუით...

ლონდონის ''ჩელსის'' მთავარ მწვრთნელად მაურიციო სარი დაინიშნა. 59 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ლონდონურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. Maurizio ...

ლონდონის „ჩელსიმ“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ანტონიო კონტე  გაათავისუფლა. ამის შესახებ ცნობებს უცხოური სპორტული სააგენტოები ავ...

შაბათს "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი, ემანუელ ებუე დააპატიმრეს. ეს უკანასკნელი "მეთოფეთა" რიგებში 2005-დან 2011 წლამდე თამაშობდა, გავრცელებული ინფორმა...

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის სიახლეები CRYSTALSPORT.GE-სგან...

rtl-ზე გადაცემა What If?-ის სტუმარი ლონდონის ''არსენალის'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იყო. ლონდონის ''არსენალში'' გატარებული 22-წლიან...

ინგლისის ეროვნული ნაკრების მეკარე, ჯორდან პიკფორდი მიუნხენის „ბაიერნის“ ინტერესთა სფეროში მოექცა. გერმანელებს ჯერ ნაბიჯი არ გადაუდგამთ, თუ...

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი ედენ აზარს „ჩელსის“ დატოვებას ურჩევს. „შესაძლოა, ახლა იდეალური დროს ი...

იტალიური „მილანის“ ახალი მფლობელი, ამერიკული კომპანია, „ელიოტი“ კლუბის მმართველ საბჭოში ცვლილებებს გეგმავს და შესაძლოა, თანამდ...

შარშანდელ სეზონში „ბარი“ სერია ა-ში გადმოსვლასთან ძალიან ახლოს იყო, „ბიანკოროსი“ ფლეი-ოფში „ჩიტადელას“ უპირისპირდე...

ისლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰეიმერ ჰალგრიმსონმა საკუთარი სურვილით თანამდებობა დატოვა. 51 წლის ისლანდიელი სპეციალისტი ეროვნულ გუნდშ...

ხორხე სამპაოლის დათხოვნის შემდეგ, არგენტინის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან არაერთი სპეციალისტი დააკავშირეს, ბოლო დღეებში კი, პრესამ პოსტის დაკავების მთ...

MLS-ის სან ხოსემ ქართველი ფეხბურთელი გურამ კაშია წარადგინა. არნემის ვიტესში გატარებული რვაწლიანი პერიოდის შემდეგ ქართველი მცველი ვაკო ყაზაიშვილთან ერთ...

ტურინის "იუვენტუსმა" კრიშტიანუ რონალდუ ოფიციალურად წარადგინა. "ალიანც სთედიუმზე" გამართული პრესკონფერენციისას, პორტუგალიელმა „ვეკია სინიორაზე&ld...

ლონდონის "ჩელსიში" მაურიციო სარის ეპოქა დაიწყო! "არისტოკრატების" ახალი მთავარი მწვრთნელი, გამარჯვებებისთვის მზადაა და წარმატების მისაღწევად, რამდენიმე...

მოსკოვის სასამართლომ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე, მოედანზე შეჭრის გამო 4-დან ერთ-ერთს 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ვერონიკა ნიკულში...

საფრანგეთის ნაკრების მსგავსად, სამშობლოში გმირებივით მიიღეს ხორვატიის ნაკრებიც. ზლატკო დალიჩის გუნდი ზაგრების საერთაშირისო აეროპორტში დაეშვა, სადაც ად...

ჩეხური პრაღის ''სლავია'' 20 წლის ქართველ მეკარე გიორგი ჩოჩიშვილს ბოლნისის ''სიონში'' გაანათხოვრებს. crystalsport-ის ინფორმაციით ჩოჩიშვილი ბოლნისუ...

„იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ კრიშტიანუს ხელფასი კვირაში 500000 ფუნტია, გაცილებით მეტს რონალდუ სარეკლამო კონტრაქტებიდან იღებს. პორტუგალიელ...

MLS-ის  “დისი იუნაიტედში'' გადასულ უეინ რუნის Pardon My Take-ში სტუმრობისას რონალდუსა და ლეო მესის შორის საუკეთესოს დასახელება სთხოვეს. რომ...

მსოფლიოს რიგით 21-ე საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტში, გუნდს გ...

ბელარუსული საფეხბურთო კლუბის ბრესტის ''დინამოს'' პრეზიდენტად ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა დაინიშნა. არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთა...

რეკომენდებული სიახლეები
კონორ მაკგრეგორი, კვლავ კრიტიკის ობიექტად იქცა. ამჯერად იგი მსოფლიო ჩემპიონატზე ვლადიმირ პუტინის მისამართით გაკეთებული ფრაზის გამო გააკრიტიკეს. მუნდია...
16.07.2018
იტალიური საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, კრიშტიანუ რონალდუ ტურინში დედა - მარია დოლორესთან, უფროს შვილთან და მეგობარ გოგო...
16.07.2018
საფრანგეთისა და ხორვატიის ფინალური მატჩი სანახაობრივი და დრამატული გამოდგა, რომელიც „მამლების“ სასარგებლოდ 4:2 დასრულდა. თასის აღმართვამდე...
16.07.2018
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის სიახლეები CRYSTALSPORT.GE-სგან...
16.07.2018
საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ მოიგო, ფინალურ შეხვედრაში „მამლებმა“ 6 გოლიან თრილერში ხორვატიის ეროვნული გუნდი დაამარცხეს...
16.07.2018
ჯანლუიჯი ბუფონმა ახალი გუნდის, "პარი სენ ჟერმენის" მაისურით მზადება დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო, გუშინ კი პირველი მატჩი გამართა, რომელშიც პარიზელები...
16.07.2018
საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხორვატია 4:2 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეხვედრის შემდეგ მსოფლიოს წამყვანი სპორტუ...
16.07.2018
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
16.07.2018
უიმბლდონის 2018 წლის გათამაშება უკვე ისტორიის კუთნილებაა. ქალთა შორის ტიტული ანგელიკ კერბერმა მოიგო, მამაკაცთა თანრიგში კი ნოვაკ ჯოკოვიჩმა იპირველა. კ...
16.07.2018
ინგლისის ნაკრების წარმატებულმა სვლამ „ნისლიან ალბიონზე“ მომავლის რწმენა დააბრუნა. გარეტ საუთგეიტმა ბევრი მილოცვა მიიღო, თუმცა მათ შორის გა...
16.07.2018
მსოფლიოს რიგით 21-ე საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტში, გუნდს გ...
17.07.2018
უკანასკნელი სიახლეები