მამა-შვილი, რომელმაც 42 წლის მანძილზე
Aa
Aa

მამა-შვილი, რომელმაც 42 წლის მანძილზე "ვულვზის" მხოლოდ 7 მატჩი გამოტოვა

ინგლისში გულშემატკივრობა, რომ მაღალ დონეზეა ახალი ამბავი ნამდვილად არაა, თუმცა „ვულვზის“ ქომაგი მამა-შვილის ისტორია კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ ეს სპორტი „ნისლიან ალბიონზე“ ყველაფერზე მაღლა დგას!

ჯონ და ენტონი რეინოლდსი „ვანდერერესის“ თავგადაკლული გულშემატკივრები არიან, 76 წლის ჯონმა ერთხელ 1100 მილი გაიარა, რათა „ვულვზის“ ამხანაგურ შეხვედრას დასწრებოდა. საკუთარი გუნდისთვის მან დაახლოებით 150000 ფუნტი დახარჯა და სამუშაო კონტრაქტში, ისიც კი ეწერა, რომ „ვულვზის“ მატჩების დროს სამსახურიდან წასვლა შეეძლო. რაც შეეხება ენტონის, იგი მამის მსგავსად გუნდზე უგონოდაა შეყვარებული, პირველ მატჩს ენტონი 2 წლის ასაკში დაესწრო და „ვანდერერსის“x გამო სამსახური ორჯერ დაკარგა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ჯონმა განაცხადა:“მე „ვულვზი“ სიგიჟემდე მიყვარს და დახარჯულ ფულზე საერთოდ არ ვნერვიულობ. ფეხბურთის გარეშე ცხოვრება მოსაწყენია! 10000 ფუნტი, რომ შემომთავაზოთ მატჩზე წასვლის სანაცვლოდ, მაინც შეხვედრაზე დასწრებას ავირჩევ“.

ენტონიმ კი ინტერვიუში გუნდის სიყვარულზე ისაუბრა:“მნიშვნელობა არ აქვს მოვიგებთ, წავაგებთ თუ მატჩი ფრედ დასრულდება, „ვულვზი“ ჩემთვის ყველაფერია და მუდამ მის გვერდით ვიდგები. „ვანდერერსი“ ისე ძალიან მიყვარს, რომ მის გამო ორი სამსახურიც კი დავკარგე.

ჯონმა ფეხბურთის ყურება 1950-იან წლებში დაიწყო, ამ პერიოდში „ვულვზი“ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კლუბი იყო. 60-იანი წლების შემდეგ ჯონმა მხოლოდ 2 შეხვედრა გამოტოვა, აქ ცალკე აღნიშვნის ღირსია, ის ფაქტი, რომ იგი გუნდს სეზონის წინ გამართულ მსოფლიო ტურნეებში დაყვებოდა და არც ამხანაგურ თამაშებს ტოვებდა.

თუმცა ორჯერ მაინც მოუწია საყვარელ საფეხბურთო კლუბზე უარის თქმა...

პირველად მან 80-იან წლებში „ლივერპულთან“ საგარეო მატჩი საკუთარი ძმის ქორწილის გამო გამოტოვა.

„მამაჩემმა მითხრა, რომ თუ ქორწილის ნაცვლად „ვულვზის“ მატჩზე წავიდოდი ცხოვრებაში აღარასდროს დამელაპარაკებოდა. ქორწილის დილას „ვულვზის“ ფორმა მეცვა და საგულშემატკივროდ წასასვლელად ვემზადებოდი, მაგრამ უკანასკნელ მომენტში გადავიფიქრე“.

„მიუხედავად იმისა, რომ 2-0 დავმარხცდით, ქორწილში მაინც ყველაზე მოწყენილი ადამიანი ვიყავი“.

ენტონი, რომელმაც 42 წლის მანძილზე მხოლოდ 5 შეხვედრა გამოტოვა მამასთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ჯონმა მეორედ ვერ მოახერხა მატჩზე მისვლა. ამჯერად რეინოლდსმა „იფსვიჩთან“ დაპირისპირება გამოტოვა.

„იფსვიჩთან“ მატჩში უამინდობის გამო ვერ მოვახერხეთ მისვლა, ისეთი თოვლი და შტორმი იყო, რომ 3 საათი ვცდილობდით მშობლიური ქალაქიდან გასვლას, მალევე დავრწმუნდით, რომ აზრი აღარ ჰქონდა და ასე გამოვტოვეთ მეორე შეხვედრა“.

ჯონი, რომელმაც ირლანდიაში ამხანაგური მატჩის სანახავად ერთხელ 1100 კილომეტრიც გაიარა, 1957 წლის შემდეგ 3500 შეხვედრაზეა ნამყოფი. მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 1974 წლის „ლიგის თასის“ ფინალია, სადაც „ვულვზმა“ „სიტი“ 2-1 დაამარცხა. მისი საყვარელი ფეხბურთელი კი - სტივ ბულია.

ჯონი „ვულვზის“ გამო საკუთარი შვილის დაბადებასაც არ დასწრებია და საავადმყოფოში მხოლოდ მატჩის დასრულების შემდეგ მივიდა. მიუხედავად ყველაფრისა 72 წლის რენე, რომელიც 51 წელია მისი ცოლია, ქმარს მაქსიმალურად უჭერს მხარს და აცხადებს:“არანაირი პრობლემა არ მაქვს მის ქცევებთან დაკავშირებით, მე იგი ძალიან მიყვარს და მზად ვარ ყველაფერში გვერდით დავუდგე. თან საფეხბურთო სეზონის შემდეგ დასასვენებლად მუდამ ერთად მივდივართ ასე რომ...“

რენე, ქმარს მატჩებზე არ დაყვება, იგი სახლში რჩება რათა შეხვედრა ჩაიწეროს:“ჯონი „ვულვზის“ მატჩებს განმეორებით მეორე დღეს ყოველთვის უყურებს, ჩემი მოვალეობა კი სახლში დარჩენა და შეხვედრის ჩაწერაა“.

დღესდღეობით ჯონი „ვანდერერსის“ მატჩებზე შვილიშვილებთან ერთად დადის, რომლებიც ასევე სეზონური ბილეთის მფლობელები არიან.

„ვულვზი“ „ბირმინგემთან“ გამარჯვების შემდეგ „პრემიერლიგას“  ოფიციალურად დაუბრუნდა და სულ მალე ჯონ და ენტონი რეინოლდს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები