ზედიზედ მეორედ - შერგელაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ - შერგელაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა

ლატვიის ელიტარულ საფეხბურთო ლიგაში ''რიგასმა'' შინ 3:0 დაამარცხა ''იელგავა.'' ანგარიში 31-ე წუთზე გაიხსნა. ლაშა შერგელაშვილმა სტანდარტული ვითარებიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი და კასპარ დუბრამ თავით გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა ლატვიის ჩემპიონატის ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა საგოლე პასი.


 

საწყის სამ ტურში ''რიგასმა'' ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა. 8-გუნდიან ჩემპიონატში ქართველის გუნდი 9 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

ლაშა შერგელაშვილმა ლატვიის მიმდინარე სეზონში სამივე მატჩი სრულად ჩაატარა. ''რიგასის'' კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ბექა ვაჩიბერაძე ''იელგავასთან''  სასტარტოში მოხვდა და შერგელაშვილის მსგავსად შეუცვლელად იასპარეზა.

გამარჯვება დერბიში - შერგელაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები