მარსიალი: ანრისთან ჩემი შედარება არასწორია
Aa
Aa

მარსიალი: ანრისთან ჩემი შედარება არასწორია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი თავდამსხმელის, ანტონი მარსიალის განცხადებით, მისი ტიერი ანრისთან შედარება მართებული არ არის.

"კარგად ვიცი, რომ ანრი დიდი მოთამაშეა, რომელიც ინგლისური ფეხბურთის და "არსენალის" ცოცხალი ლეგენდაა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ჩვენ მსგავსი ხასიათები გვაქვს. მე ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი ყველასათვის. გავაგრძელებ თავდაუზოგავად მუშაობას და ვეცდები, რომ ოდესღაც ანრის დონემდეც მივიდე. სულაც არ მანაღვლებს ის ფაქტი, რომ ჩემს სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადეს. "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ დიდი ფეხბურთის თამაში მინდოდა" – განაცხადა მარსიალმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები