კობახიძე სიმბოლურში - ქართველის ბრწყინვალე ფინტი და წარმატებული მატჩი
Aa
Aa

კობახიძე სიმბოლურში - ქართველის ბრწყინვალე ფინტი და წარმატებული მატჩი

უკრაინის პრემიერლიგაში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ''ვორსკლას'' ქართველმა ფეხბურთელმა სანდრო კობახიძემ. ''ვორსკლამ'' სტუმრად 3:0 დაამარცხა ''ზორია.''   football24.ua-ს ვერსიით საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი შემტევი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ბრწყინვალე ფინტი

''ვორსკლას'' მაისურით სანდრო კობახიძემ და ანდრია გიორგაძემ 90 წუთი ითამაშეს. 31 წლის კობახიძისთვის ''ზორიასთან'' შეხვედრა მიმდინარე სეზონში მე-15 იყო. მის ანგარიშზე 3 გოლია. რაც შეეხება ანდრია გიორგაძეს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა მე-6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამპლუით მცველი 2017 წლის ზაფხულში მარტვილის ''მერანიდან'' გადავიდა უკრაინულ გუნდში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები