გამორჩეული გიორგი ბერიძე - ქართველის მორიგი საგოლე პასი
Aa
Aa

გამორჩეული გიორგი ბერიძე - ქართველის მორიგი საგოლე პასი

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის საუკეთესო ექვსეულის 27-ე ტურში ''ტრენჩინმა'' სტუმრად 3:1 დაამარცხა ბრატისლავას ''სლოვანი.'' კოჭის ტრავმის შემდეგ სასურველ ფორმას იბრუნებს 20 წლის გიორგი ბერიძე. გამარჯვებულთა მხრიდან მესამე გოლი გიორგი ბერიძის აქტიური თამაშის შემდეგ გავიდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში მეოთხე საგოლე გადაცემა შეასრულა. ''სლოვანთან'' მატჩში ბერიძე თადარიგში იყო და 57-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. მეორე ტაიმში გიორგი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და შეტევების განვითარებაში აქტიურად მონაწილეობდა.

პირველი ეპიზოდი - საგოლე პასი


 

მეორე ეპიზოდი

 

მესამე ეპიზოდი

 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშემ ''ტრენჩინის'' მაისურით ფორტუნა ლიგის 21 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. საუკეთესო ექვსეულში ''ტრენჩინი'' 42 ქულით მეხუთე ადგილზეა. ბერიძეს ასევე უთამაშია ''გენტის'' სარეზერო გუნდში, გორის ''დილასა'' და ''ზესტაფონში.''

ჭანტურიშვილის მორიგი გამარჯვება - ქართველი ჩემპიონობას უახლოვდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები