Aa
Aa

ქაოსი გერმანიაში! ვიდეო რეფერი და გასახდელიდან მობრუნებული ფეხბურთელები

„ბუნდესლიგის“ გუშინდელ შეხვედრაში საკმაოდ უცნაური ფაქტი დაფიქსირდა, მსაჯმა ფეხბურთელები პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელიდან მოედანზე თერთმეტმეტრიანის დასარტყმელად გამოიყვანა.

„მაინცისა“ და „ფრაიბურგის“ შეხვედრისას გუიდო ვინკმენის სასტვენის შემდეგ პირველი ტაიმი ყველას დასრულებული ეგონა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ „VAR”-ის გამოყენების შედეგად მსაჯმა საჯარიმოში ხელით თამაში დააფიქსირა და „ფრაიბურგის“ კარში პენალტი დანიშნა. ფეხბურთელები, კი, რომლებიც ამ დროს უკვე გასახდელში იმყოფებოდნენ მოედანზე დააბრუნა.  გოლის ოფიციალურ დროდ პირველი ტაიმის მეშვიდე დამატებული წუთი ჩაითვალა,  ხოლო პენალტი პაბლო დე ბლასისმა გამოიყენა, რის შემდეგაც ორივე გუნდი გასახდელისკენ ხელმეორედ გაემართა.

გულშემატკივრებმა პროტესტის ნიშნად მოედანზე ტუალეტის ქაღალდები ისროლეს.

 

შეგახსენებთ, რომ „პრემიერ ლიგის“ გუნდებმა “VAR”-ის ტექნოლოგიაზე უარი განაცხადეს და ისევ ტესტების ჩატარებას განაგრძობენ, რაც შეეხება „ლა ლიგას“ ესპანელები 2018-19 წლების სეზონში აღნიშნულ ტექნოლოგიას ოფიციალურად გამოიყენებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები