ლორიას სეივები ''ზენიტთან'' - ქართველი მეკარე სიმბოლურ გუნდში მოხვდა
Aa
Aa

ლორიას სეივები ''ზენიტთან'' - ქართველი მეკარე სიმბოლურ გუნდში მოხვდა

რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში რობერტო მანჩინის გაწვრთნილმა ''ზენიტმა'' საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა ''ანჟი.'' სტუმართა ქართველმა მეკარე გიორგი ლორიამ მაღალ დონეზე ითამაშა. 32 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 4 სეივია. ''ზენიტის'' ფეხბურთელებმა ოთხივე დარტყმა ლორიას კარის მიმართულებით საჯარიმოში ყოფნისას შეასრულეს. championat.com-ის ვერსიით ლორია 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

პირველი ეპიზოდი

 

მეორე ეპიზოდი

 

მესამე ეპიზოდი

 

მიმდინარე სეზონში ''ანჟის'' მაისურით ლორიამ მე-12 მატჩი ჩაატარა. 16-გუნდიან პრემიერლიგაში ''ანჟი'' 24 ქულით მე-14 ადგილზეა და ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი რუსეთის პრემიერლიგაში მესამე სეზონს ატარებს. ''ანჟის'' მიმდინარე სეზონში შეუერთდა, მანამდე კი ''კრილია სოვეტოვისთვის'' ასპარეზობდა.

რუსეთის პრემიერლიგაში ფრედ 1:1 დასრულდა ''უფასა'' და მოსკოვის ცსკა-ს შეხვედრა. ''უფას'' მაისურით სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა ქართველმა მცველმა ჯიმი ტაბიძემ. ''უფა'' 35 ქულით მე-6 ადგილზეა. ჯიმის გუნდი 10 ქულით ჩამორჩება მეხუთეადგილოსან ცსკა-ს. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი.

ტაბიძე 2017 წლის ზაფხულში გახდა ''უფას'' მოთამაშე.  საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის მცველმა მიმდინარე სეზონის პრემიერლიგაში 20 მატჩი ჩაატარა. მას ასევე უთამაშია ''ურალში,'' ''გენტის'' სარეზერვო გუნდსა და ''საბურთალოში.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები