Aa
Aa

NBA-ს ფლეი-ოფების პირველი რაუნდის მიმოხილვა

ფილადელფია - მაიამი 103 - 113

„ფილამ“ საშინელი მეორე მეოთხედი ჩაატარა და აღნიშნული პერიოდი 21 ქულიანი სხვაობით 34-13 წააგო.

ფლორიდელებს დუეინ უეიდმა 28 ქულით ულიდერა. გორან დრაგიჩმა გუნდს 20 ქულა შესძინა, ხოლო ჯეიმს ჯონსონმა აქტივში 18 ქულა ჩაიწერა და ყველა ტყორცნა გამოიყენა (7-7).

„სევენთი სიქსერსს“ პერიმეტრიდან სროლები არ წაუვიდა და 36-დან მხოლოდ 7 სამიანი გამოიყენა. ბენ სიმონსმა მატჩი 24 ქულით, 9 მოხსნით და 8 გადაცემით დაასრულა, ხოლო დარიო სარიჩმა გუნდს 23 ქულა შესძინა.

სერიაში ანგარიში თანაბარია 1-1 და შემდეგი შეხვედრა 20 აპრილს გაიმართება.

 

გოლდენ სტეიტი - სან ანტონიო 116 - 101

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში ფლეი-ოფის პირველი რაუნდის ორი შეხვედრა გაიმართა. თბილისის დროით 06:30 საათზე მოქმედმა ჩემპიონმა „გოლდენ სტეიტმა“ ყოველგვარი პრობლემების გარეშე გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიო“ 116 – 101 დაამარცხა.

„უორიორსის“ მხრიდან კევინ დურანტი 32 ქულით, 6 მოხსნით  და 6 გადაცემით გამოირჩა. კლეი ტომპსონმა 31 ქულა მიითვალა. ზაზას ნაცვლად სასტარტოში გამოსულმა მაკგიმ კი შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.

ტეხასელებს ლამარკუს ოლდრიჯმა 34 ქულითა და 12 მოხსნით ულიდერა. პატი მილსმა გუნდს 21 ქულა შესძინა, ხოლო სასტარტო ხუთეულში გადაყვანილმა რუდი გეიმ აქტივში 12 ქულა ჩაიწერა.

„გოლდენ სტეიტი“ სერიაში 2-0-ს ლიდერობს და შემდეგ შეხვედრას სტუმრად ტეხასში 20 აპრილს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები