Aa
Aa

ზაზას გარეშე! "გოლდენ სტეიტი" - "სან ანტონიო" 2-0!

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში ფლეი-ოფის პირველი რაუნდის ორი შეხვედრა გაიმართა. თბილისის დროით 06:30 საათზე მოქმედმა ჩემპიონმა „გოლდენ სტეიტმა“ ყოველგვარი პრობლემების გარეშე გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიო“ 116 – 101 დაამარცხა.

პარკეტზე კვლავ არ გამოჩენილა ზაზა ფაჩულია, მსგავსად წინა შეხვედრისა, მის ნაცვლად სასტარტო ხუთეულში ჯაველ მაკგი ვიხილეთ, ხოლო სათადარიგო სკამიდან თამაშში კევონ ლუნი ჩაერთო.

„გოლდენ სტეიტმა“ პირველი ტაიმი 6 ქულით დათმო, თუმცა მეორე ნახევარში მობილიზაცია მოახერხა და აღნიშნული პერიოდი 21 ქულიანი უპირატესობით მოიგო.

„უორიორსის“ მხრიდან კევინ დურანტი 32 ქულით, 6 მოხსნით  და 6 გადაცემით გამოირჩა. კლეი ტომპსონმა 31 ქულა მიითვალა. ზაზას ნაცვლად სასტარტოში გამოსულმა მაკგიმ კი შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.

ტეხასელებს ლამარკუს ოლდრიჯმა 34 ქულითა და 12 მოხსნით ულიდერა. პატი მილსმა გუნდს 21 ქულა შესძინა, ხოლო სასტარტო ხუთეულში გამოჩენილმა რუდი გეიმ კი აქტივში 12 ქულა ჩაიწერა.

„გოლდენ სტეიტი“ სერიაში 2-0 დაწინაურდა და შემდეგ შეხვედრას სტუმრად ტეხასში 20 აპრილს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები