მაკგრეგორს ფული არ აინტერესებს და მხოლოდ ნურმაგომედოვის განადგურება სურს!
Aa
Aa

მაკგრეგორს ფული არ აინტერესებს და მხოლოდ ნურმაგომედოვის განადგურება სურს!

გავრცელებული ინფორმაციით კონორ მაკგრეგორი “UFC“-ში დაბრუნებას ხაბიბ ნურმაგომედოვთან დაპირისპირებით გეგმავს. ირლანდიელი ვარსკლავი მზადაა სერიოზულ თანხებზე თქვას უარი და რუსს მიწის თხილის სანაცვლოდაც დაუპირისპირდეს.

ანონიმურმა წყარომ, რომელიც კონორის გუნდთან ახლო კავშირში იმყოფება განაცხადა რომ მაკგრეგორს ასე არცერთი ბრძოლის გამართვა არ ნდომებია და შესაძლო დაპირისპირების რეალობად ქცევისთვის დანა უაითსაც დაუკავშირდა:“კონორი “UFC“-ში დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს და სურს, რომ პირველივე შეხვედრაში ხაბიბს დაუპირისპირდეს. მას არასდროს ნდომებია ასე ძალიან ოქგატონზე გამოსვლა! სურვილი იმდენად დიდია, რომ კონორს არც ფული აინტერესებს. იგი მზადაა ხაბიბს მიწის თხილის სანაცვლოდაც ეჩხუბოს. მაკგრეგორს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - ნურმაგომედოვის განადგურება“!

შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორი რამდენიმე ხნის წინ სკანდალში გაეხვა, როცა ირლანდიელი თავს “UFC“-ის სამგზავრო ავტობუსს დაესხა. ანტურაჟთან ერთად კონორმა ტრანსპორტის მინები ჩაამსხვრია, რასაც რამდენიმე სპორტსმენის ტრამვა მოჰყვა. ირლანდიელს სასამართლომ სამი ბრალდება წაუყენა და მისი საბოლოო პროცესი 14 ივნისს გაიმართება.

კონორ მაკგრეგორი პოლიციას ჩაბარდა! ირლანდიელი მორიგ სკანდალში გაეხვა

საინტერესოა, რომ ლენოქს ლუისის განცხადებით კონორ მაკგრეგორი და ფლოიდ მეივეზერი ერთმანეთს ოქტაგონზე, შეცვლილი წესებით დაუპირისპირდებოდნენ. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია დანა უაითმა კატეგორიულად უარყო.

აღსანიშნავია, რომ ფლოიდმა რამდენიმე კვირის წინ “MMA“-ს ლიცენზიის მოსაპოვებლად განცხადება შეიტანა და ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა:“სულერთია რამდენი დრო დასჭირდება ჩემს ვარჯიშს, 6 თუ 8 თვე, გვინდა, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდეს და ოქტაგონზე გასვლის შემთხვევაში 100 პროცენტით მზად ვიყო“. შეგახსენებთ, რომ ფლოიდი ყოფილ “UFC”-ის ჩემპიონთან - ტაირონ ვუდლისთან ვარჯიშობს.

ცხელი ამბები