Aa
Aa

წლის ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა და გამარჯვებული, რომელმაც ნურმაგომედოვი გამოიწვია

გლენდეილში გამართულ “UFC on Fox 29”-ში დასტინ პორიემ ჯასტინ გაეტჟი წლის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ და საინტერესო ბრძოლაში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მატჩის შემდეგ ნურმაგომედოვი გამოიწვია.

„UFC“-ის მსუბუქწონით კატეგორიაში დიდი არეულობაა. კონორ მაკგრეგორი ცნობილი ინციდენტის გამო დაუბრუნდება თუ არა ოქტაგონს არავინ იცის, ტონი ფერგიუსონს ტრამვა აქვს და ამიტომ პოირეს მიაჩნია, რომ ნურმაგემოდევი სწორედ მას უნდა დაუპირისპირდეს. ჟურნალისტებთან საუბრისას დასტინმა განაცხადა:“მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. ამ შედეგისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვშრომობდი და წარმატების მიღწევა ადვილი ნამდვილად არ ყოფილა.. ტრიუმფთან ახლოს რამდენჯერვე ვიყავი, წარუმატებლობის მიუხედავად ბრძოლას არ გამოვეთიშე და ახლა ისე, როგორც არასდროს, მზად ვარ „ოქროსთვის“ ვიბრძოლო. ვფიქრობ ვიმსახურებ შანსს და იმედი მაქვს, რომ ჩემი მომავალი მეტოქე სწორედ ნურმაგომედოვი იქნება“.

საინტერესოა, რომ დასტინის განცხადებას დანა უაითიც გამოეხმაურა:“ის ნამდვილად იმსახურებს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლას, “UFC” 223-ზე მის კანდიდატურასაც განვიხილავდით, მაგრამ გადავწყვიტეთ ღონისძიება არ გაგვეფუჭებინა და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოვიქეცით. დანამდვილებით ვერ გეტყვით იჩხუბებს თუ არა დასტინი ხაბიბთან, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მის ვარიანტს სერიოზულად განვიხილავთ“.

შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვმა ქამარი “UFC 223”-ში ალ იაქვინტას დამარცხების შედეგად მოიპოვა.

ცხელი ამბები