ზარანდიას შესანიშნავი დრიბლინგები
Aa
Aa

ზარანდიას შესანიშნავი დრიბლინგები

პოლონეთის ექსტრაკლასას მორიგ ტურში გდინიას ''არკამ'' ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან დაკარგა სამი ქულა. ტრუიმიასტას დერბიში ''არკა'' საკუთარ მინდორზე 1:2 დამარცხდა გდანსკის ''ლეხიასთან.'' მასპინძელთა ქართველი შემტევი ლუკა ზარანდია აქტიური იყო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა რამდენიმე დრიბლინგი შემოგვთავაზა და ბურთის ფლობის შესანიშნავი უნარი გამოავლინა. ზარანდიამ 90 წუთი ითამაშა.

პირველი ეპიზოდი

 

მეორე ეპიზოდი

 

მესამე ეპიზოდი

 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ექსტრაკლასაში 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო. მოგეხსენებათ პოლონეთის 16-გუნდიანი ელიტარული ჩემპიონატის გათამაშება დასკვნით ფაზაში შევიდა, მაღალი ადგილებისთვის საუკეთესო რვა გუნდი იბრძვის. მეორე რვა გუნდს შორის ''არკა'' 40 ქულით მეორე ადგილზეა, 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ ''კრაკოვიას.'' 

პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში ''პოდბესკიძე'' სტუმრად სედლცეს ''პოგონს'' შეხვდა. თამაშში გოლი არ გასულა.''პოდბესკიძეს'' სასტარტოში გუგა ფალავანდიშვილი მოხვდა, რომელიც 77-ე წუთზე შეცვალეს. 18-გუნდიან ლიგაში ''პოდბესკიძე'' 35 ქულით მე-10 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები