ვლადიმირ კლიჩკო:“ჯოშუა ფიურის აუცილებლად დაამარცხებს!“
Aa
Aa

ვლადიმირ კლიჩკო:“ჯოშუა ფიურის აუცილებლად დაამარცხებს!“

ვლადიმირ კლიჩკოს 21 წლიანი კარიერა ფიურისთან და ჯოშუასთან ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ დასრულდა. კლიჩკომ კრივის შემდეგ საგანმანათლებლო სფეროში გადაინაცვლა და სენტ გალენის უნივერსიტეტში მენეჯმენტის სამაგისტრო კურსს კითხულობს. უკრაინელი საკუთარ ძმასთან ერთად საპრომოუტერო კომპანიას - „K2“-ს მართავს და პარალელურად ყოფილ ოპონენტებსაც აკვირდება.

ტაისონ ფიურიმ უკრაინელი 2015 წელს, მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა, ხოლო 2 წლის შემდეგ ენტონი ჯოშუამ ტექნიკური ნოკაუტით სძლია. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით ტაისონ ფიური რინგზე დაბრუნებას აპირებს, რაც ჯოშუა-ფიურის დაპირისპირების ალბათობას ზრდის.

 

კლიჩკო ორივე მოკრივეს დაუპირისპირდა და მათი სისუსტეები და სიძლიერები იდეალურად იცის.

"Sunday Times”-თან ინტერვიუში ვლადიმირს ჰკითხეს თუ რომელი მათგანი მიაჩნდა უკეთეს მოკრივედ, რაზეც უკრაინელმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უპასუხა:“რა თქმა უნდა ჯოშუა!“

ენტონი დღითიდღე პროგრესირებს და სრულყოფილ მებრძოლად ყალიბდებდა. მას ყველაფერი აქვს!: უნიკალური საბრძოლო ტექნიკა, დარტყმის სიძლიერი და წონა. ჯოშუა საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, რომ გადახედოთ მის მატჩებს აღმოაჩენთ, რომ ერთი და იგივე შეცდომებს იგი არასდროს უშვებს. რაც შეეხება ფიურის, იგი ცუ***ვითაა, რომელიც რამდენიმე წამი აქაა და შემდეგ ქრება.. კრივის ისტორიაში ტაისონის მსგავსი ბევრი მოკრივე გვყავდა, მათ მხოლოდ კონკრეტულ მომენტებში შეეძლოთ წარმატების მიღწევა და სტაბილურობა ნამდვილად არასდროს ახასიათებდათ. ცუდად არ გამიგოთ, ფიურის ყველაფერს კარგს ვუსურვებ, მაგრამ მას დისციპლინა არ აქვს, ეს უკანასკნელი კი მოტივაციაზე გაცილებით მნიშვნელოვანია“.

„მოტივაცია შესაძლოა გაქრეს და შემდეგ ცვლილებების შედეგად ხელახლა გაჩნდეს, დისციპლინა კი მუდამ სპორტსმენთან რჩება. მე ნოსტრადამუსი არ ვარ, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვივარაუდო, რომ ტაისონს ჯოშუას დამარცხება ძალიან გაუჭირდება“.

ბუნებრივია ტაისონ ფიური სხვა აზრზეა, იგი რინგზე დაბრუნებას 9 ივნისს აპირებს და აცხადებს, რომ საუცხოო ფორმაში იმყოფება. ფიურიმ ჯოშუას მისი „ქამრების მატარებელი“ უწოდა და მასთან ბრძოლას მოუთმენლად ელის.

რაც შეეხება ენტონის, მისთვის სასურველი მეტოქე დეონტეი უაილდერია. ამერიკელისა და ბრიტანელის დაპირისპირების შემთხვევაში, ლენოქს ლუისის შემდეგ პირველ დაუმარცხებელ მძიმეწონოსან მოკრივეს ვიხილავთ, რომელიც ყველა ქამრის მფლობელი იქნება.

ხვალ ჯოშუა! ზეგ უაილდერი! ორივეს გავანადგურებ!

ცხელი ამბები