FIFA-ს 25-ე წესის მეოთხე თავის თანახმად ზლატანმა შესაძლოა მუნდიალზე ვერ ითამაშოს
Aa
Aa

FIFA-ს 25-ე წესის მეოთხე თავის თანახმად ზლატანმა შესაძლოა მუნდიალზე ვერ ითამაშოს

ითამაშებს, თუ არა ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო ჩემპიონატზე? ეს კითხვა ბოლო პერიოდში აქტუალურია და ფეხბურთის ქომაგებს მასზე პასუხის გაგება სურთ.

როდესაც იბრამ „მანჩესტერი“ დატოვა განაცხადა, რომ მუნდიალზე თამაშის იმედი კვლავ ჰქონდა და „გალაქსიში“ ის ფორმის დაბრუნებას შეეცდებოდა.

ზლატანმა გუშინ თავისი twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ქომაგებისთვის დამაიმედებელი ინფორმაცია გაავრცელა.

„მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი თამაშის შანსი გაიზარდა“.

იბრამ რამდენიმე კვირის წინ თავის ფორმაზე პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მუნდიალზე გამოსვლა, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

„თუ, თავს უკეთ ვიგრძნობ და ფორმას დავიბრუნებ, ეროვნულ ნაკრებში ჩემი კარი მუდამ ღია იქნება.

აჩქარებას არ ვაპირებ. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაკეთო. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

ჩემს ამბავს შვედეთიდან ყოველ დღე კითხულობენ. მათ აინტერესებთ, თუ როგორ ფორმაში ვარ.

გავიმეორებ, რომ რომ თუ სასურველ კონდიციებს აღვიდგენ მუნდიალზე ვითამაშებ“.

იბრა თავდაჯერებულია, მაგრამ ყველაფერი მასზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული. FIFA-ს 25-ე წესის მეოთხე თავის თანახმად ფეხბურთელს აზარტული თამაშების წარმომადგენლებთან ყოველგვარი თანამშრომლობა ეკრძალება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოთამაშე FIFA-ს მიერ ორგანიზებულ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

როგორც მოგეხსენებათ, ზლატანი მალტაში დარეგისტრირებულ ტოტალიზატორ Bethard-თან თანამშრომბლობს და ამ ფაქტორმა მას, შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატი გამოატოვებინოს.

იბრა Bethard-ის რეკლამაში

 

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩს შვედეთის ეროვნულ ნაკრებში 116 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 62 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები