Aa
Aa

"სიტი" ინგლისის ჩემპიონი მეხუთედ გახდა!

ინგლისის პრემიერ ლიგის 2017-18 წლების სეზონის გამარჯვებული „მანჩესტერ სიტი“ გახდა, რომელმაც ჩემპიონობა ოფიციალურად „იუნაიტედის“ მარცხის შემდეგ გაიფორმა.

„ქალაქელებმა“ შაბათს „უემბლიზე“ „ტოტენჰემს“ 3:1 მოუგეს, ხოლო კვირას „იუნაიტედმა“ საკუთარ მოედანზე „ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან“ წააგო. შედეგად, ლიდერებს შორის დაშორება 16 ქულა გახდა, რაც ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე აღმოუფხვრელი სხვაობაა.

„მანჩესტერ სიტიმ“ ბოლო 7 სეზონში პრემიერ ლიგა მესამედ მოიგო, საერთო ჯამში კი ინგლისის ჩემპიონობა მეხუთედ იზეიმა. „ქალაქელებმა“ ეს ტიტული 1937; 1968; 2012; 2014 და 2018 წლებში მოიგეს.

რაც შეეხება პეპ გუარდიოლას, მან სამწვრთნელო კარიერაში 24-ე ტიტული მოიპოვა. უშუალოდ „სიტისთან“ ერთად კი, ინგლისის ლიგის თასის მოგების შემდეგ, მეორე თასს დაეუფლა.

  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები