კოვაჩი სიაში მხოლოდ მე-3 იყო -
Aa
Aa

კოვაჩი სიაში მხოლოდ მე-3 იყო - "ეს ჩვენთვის სირცხვილი იყო, მაგრამ არა შოკი"

რამდენიმე დღის წინ, მიუნხენის "ბაიერნმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ახალი სეზონიდან გუნდს ხორვატი ნიკო კოვაჩი გაწვრთნის.

"ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა ული ჰიონესმა კოვაჩის ამბის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ საკმაოდ საინტერესო რამ გაამხილა. მისი თქმით, ხორვატი სპეცილაისტი კანდიდატთა სიაში მხოლოდ მე-3 იყო.

იუპ ჰაინკესთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელები ტომას ტუხელის გადმობირებას შეეცადნენ, თუმცა მორიგი უარი მიიღეს.

სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა ნიკო კოვაჩის კანდიდატურის განხილვა და საბოლოოდ მასთან შეთანხმებასაც მიაღწიეს.

"ბაიერნს" ტუხელის დანიშვნა ჯერ კიდევ 2017 წელს სურდა, როდესაც მიუნხენელბმა კარლო ანჩელოტი დაითხოვეს, თუმცა ახალგაზრდა გერმანელი სპეციალისტი მაშინაც უარზე იყო.

როგორც კარლ ჰანიც რუმენიგემ განაცხადა, ტუხელს წინასწარი შეთანხმება სხვა კლუბთან აქვს და ეს "პსჟ" გახლავთ, რომელსაც ის სეზონის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს.

ფრანკფურტის „აინტრახტის“ დირექტორმა ფრედი ბობიჩმა, „ბაიერნი“ საჯაროდ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მიუნხენელებმა კოვაჩთან მოლაპარაკებები მათთან შეთანხმების გარეშე აწარმოეს.

„ეს ინფორმაცა მთელს მსოფლიოს უმოკლეს დროში მოედო. რა თქმა უნდა, ის ფრანკფურტიდან არ გავრცელებულა. ეს აღმაშფოთებელი, არაპროფესიონალური და უპატივცემულო საქციელია.

აქ არის გარემოებები, რომელი არ ვიცოდი, ისევე როგორც ჩემმა კოლეგებმა ბუნდესლიგაში. ეს ყველაფერი კი იმ ღირებულებების წინააღმდეგ წასვლა გახლავთ, რომელიც საფეხბურთო კლუბ „აინტრახტს“ აქვს“.

 

"მე და ჰასანს (სალიჰამიჯიჩი) თავგანწირული მცდელობა გვქონდა, რომ იუპი (ჰაინკესი) გუნდში კიდევ ერთი სეზონით დარჩენაზე დაგვეთანხმებინა", - უთხრა ჰიონესმა FourFourTwo-ს "გლდბახთან" გამარჯვების (5:1) შემდეგ.

"ჰაინკესთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ სათადარიგო გეგმაზე გადავედით და გავესაუბრეთ მწვრთნელს, რომელიც იმ მომენტისთვის თავისუფალი იყო - ეს ტომას ტუხელი გახლდათ.

მან, გვითხრა, რომ უკვე გადაწყვიტა. ეს ჩვენთვის სირცხვილი იყო, მაგრამ არა შოკი. მას კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არ ჰქონდა. მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა ამგვარი შეხვედრები ტუხელს ჩვენთანაც ჰქონდა.

რამდენიმე დღის შემდეგ მე და სალიჰამიჯიჩი დახურულ კარს მიღმა ერთმანეთს ისევ შევხვდით და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის ოპტიმალური ვარიანტი ნიკო კოვაჩი იყო. აი ასე მოხდა ყველაფერი".

ხორვატი სპეციალისტი 2001-2003 წლებში "ბაიერნის" ღირსებას იცავდა. მისი მთავარ მწვრთნელად დანიშვნა მოულოდნელი იყო, მაგრამ მისმა წინამორბედმა მისცა მას საშუალება, რომ "ალიანს არენაზე" თავი გამოიჩინოს.

"კოვაჩი საერთოდ ძალიან დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს", - თქვა ჰაინკესმა. "ის ძალიან გულმოდგინეა და ეს თვისება ბევრს არ გააჩნია.

ის ნოვატორია და ფეხბურთი უყვარს. მოთამაშეებთან მას კარგი ურთიერთობა აქვს".

კოვაჩმა 2016 წელს "ვოლფსბურგი" ჩაიბარა. იმ მომენტისთვის გუნდი ბუნდესლიგის გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა, მან კი მოახერხა და ისინი ევროპა ლიგის ზონაში შეიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები