ქვილითაიას მორიგი გოლი - უხვგოლიანი გამარჯვება დერბიში
Aa
Aa

ქვილითაიას მორიგი გოლი - უხვგოლიანი გამარჯვება დერბიში

ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში ვენური დერბი შედგა. ''აუსტრია'' შინ 0:4 დამარცხდა ''რაპიდთან.'' გამარჯვებულთა შორის სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა გიორგი ქვილითაია, თუმცა 72-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, 73-ე წუთზე კი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში მერვე გოლი შეაგდო.

24 წლის ქვილითაიამ ბუნდესლიგის ბოლო ოთხ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა. მან  სადებიუტო სეზონში ბუნდესლიგაში 7 გოლი შეაგდო, დღეს გატანილი გოლით კი გასული სეზონის შედეგი გააუმჯობესა. 2016 წლის ზაფხულში ფორვარდი თბილისის ''დინამოდან'' გადავიდა ავსტრიულ კლუბში, რომლის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 63 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.

 

30 ტურის შემდეგ ავსტრიის 10-გუნდიან ბუნდესლიგაში ''რაპიდი'' 52 ქულით მესამე ადგილზეა. ქვილითაიას გუნდი მორიგი ტურის მატჩს 22 აპრილს საკუთარ მოედანზე მეხუთეადგილოსან ''ადმირასთან'' ჩაატარებს.

შვედეთის ელიტარულ საფეხბურთო ლიგაში ''ესტერსუნდმა'' შინ 2:1 დაამარცხა ''გიოტებორგი.'' სტუმართა ქართველი შემტევი გიორგი ხარაიშვილი მე-80 წუთზე ჩაერთო თამაშში, როცა მატჩის საბოლოო შედეგი დაფიქსირებული იყო. შვედეთის 2018 წლის ჩემპიონატის საწყის სამ ტურში ''გიოტებორგმა'' 1 მატჩი მოიგო, ორ შეხვედრაში კი დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები