მჭედლიშვილის მორიგი გამარჯვება - ''გორიცა'' მიზანთან ახლოსაა
Aa
Aa

მჭედლიშვილის მორიგი გამარჯვება - ''გორიცა'' მიზანთან ახლოსაა

ხორვატიის ელიტარულ ლიგაში აღზევებისთვის ბრძოლას აგრძელებს ''გორიცა,'' რომელმაც 27-ე ტურში 1:0 დაამარცხა აუტსაიდერი ''ნოვიგრადი.'' გამარჯვებულთა შორის 90 წუთი ითამაშა 26 წლის მარჯვენა მცველმა გიორგი მჭედლიშვილმა. 58-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო, ორ წუთში კი საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.

  

''სამტრედიას'' ყოფილმა ფეხბურთელმა ხორვატულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის იანვარში გააფორმა. მას შემდეგ რაც მჭედლიშვილი ''გორიცას'' ფეხბურთელია, გუნდი დაუმარცხებლად ასპარეზობს. მჭედლიშვილმა ''გორიცას'' მაისურით 7 მატჩი ჩაატარა, 630 წუთი გაატარა მინდორზე, 1 საგოლე პასი შეასრულა და 1 ყვითელი ბარათი მიიღო.

27 ტურის შემდეგ 12-გუნდიან ლიგაში ''გორიცა'' 52 ქულით მეორე ადგილზეა, 6 ქულით უსწრებს უშუალო კონკურენტს და 2 ქულით ჩამორჩება ზაგრების ''დინამოს'' სარეზერვო გუნდს. ჩემპიონატის დასრულებამდ 6 ტურია დარჩენილი. 

 

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ლიდერმა ''ყარაბაღმა'' სტუმრად 1:0 დაამარცხა ''ქიაფაზი,'' რომლის მაისურით გიული მანჯგალაძემ სასტარტო თერთმეტეულში შეუცვლელად ითამაშა. 8-გუნდიან ჩემპიონატში ''ქიაფაზი'' 12 ქულით ბოლო ადგილზეა, უშუალო კონკურენტ ''კეშლას'' 6 ქულით ჩამორჩება.

დანიის სუპერლიგის გასავარდნი ზონის მეორე ჯგუფში ''ოდენსემ'' შინ 3:0 დაამარცხა ''რანდერსი,'' რომლის შემადგენლობაში საბა ლობჟანიძემ სასტარტოში მატჩის დასრულებამდე ითამაშა. ოთხ გუნდს შორის ''რანდერსი'' 23 ქულით მესამე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები