ზიდანი, ალეგრი და ბუფონი საკამათო ეპიზოდზე ახალ კომენტარებს აკეთებენ
Aa
Aa

ზიდანი, ალეგრი და ბუფონი საკამათო ეპიზოდზე ახალ კომენტარებს აკეთებენ

"რეალისა" და "იუვენტუსის" სკანდალური მატჩის შემდეგ უკვე 4 დღე გავიდა, მაგრამ საუბრები დღემდე არ შეწყვეტილა და ალბათ სეზონის ბოლომდე ეს ასე ასევე დარჩება.

აღნიშნულ შეხვედრას კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ გუნდების წარმომადგენლები. ზინედინ ზიდანმა, მასიმილიანო ალეგრიმ და ჯანლუიჯი ბუფონმა განვლილი მატჩი კიდევ ერთხელ შეაფასეს.

ზინედინ ზიდანი: "მატჩის შემდეგ უკვე რამდენიმე დღე გავიდა და პრესაში ფაქტიურად ყოველ დღე იგივეს ვხედავ. ყველა წერს, რომ "იუვენტუსის" კარში დანიშნული პენალტი ძარცვა იყო. იმ ეპიზოდის ასე შეფასება ძალიან არ მომწონს და ეს მაღიზიანებს.

"რეალი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და ამას ვერავინ შეცვლის. ჩვენი ისტორიის ბევრს შურს.

პენალტი ნამდვილად იყო და მსაჯმაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო. არ მესმის რად უნდა ამას ამდენი განხილვა.

"იუვენტუსი" კარგი გუნდია და პირველი მატჩის მოგების შემდეგაც ვიცოდით, რომ დასრულებული არაფერი იყო".

მასიმილიანო ალეგრი: "პენალტის ეპიზოდზე ბევრი დაობს და ეს ლოგიკურიც არის. ამაზე მეტ ყურადღებას არ გავამახვილებ.

მე, ერთი ფაქტის აღნიშვნა მინდა - ეს ყველას გამორჩა. ვფიქრობ, რომ მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც შეხვედრას 3 წუთი დაამატა.

მეორე ნახევარში მატჩი არ შეფერხებულა და ყველა ცვლილებაც არ განხორციელებულა. აქედან გამომდინარე მიკვირს, თუ რატომ დაამატა არბიტრმა 3 წუთი.

პენალტი სწორედ დამატებულ მე-3 წუთზე დაინიშნა".

ჯანლუიჯი ბუფონი: "მე გადაჭრით არ ვამბობ, რომ პენალტი არ ყოფილა და მსაჯს ის არ უნდა დაენიშნა. უბრალოდ ვთვლი, რომ ეპიზოდი საეჭვო იყო.

ასეთ დაძაბულ შეხვედრაში და თან საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე გამოცდილმა არბიტრმა ამგვარი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო.

მე ამით მხოლოდ ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ და მეტი არაფერი".

ასევე იხილეთ -  ''რეალი'' - ''იუვენტუსი'': მატჩის შემდგომი კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები