გამარჯვება დერბიში - კვერკველია ჩემპიონობას უახლოვდება
Aa
Aa

გამარჯვება დერბიში - კვერკველია ჩემპიონობას უახლოვდება

რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში მოსკოვურ დერბიში ''დინამო'' შინ 0:4 დამარცხდა იური სიომინის გაწვრთნილ ''ლოკომოტივთან.'' გამარჯვებულთა შორის ქართველმა ფეხბურთელმა სოლომონ კვერკველიამ 90 წუთი ითამაშა, საგოლე კომბინაციებში მონაწილეობა არ მიუღია. ''დინამო'' ოთხი გაშვებული გოლის შემდეგ გოლის გატანას ცდილობდა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა ვითარება განმუხტა.

 

25 ტურის შემდეგ ''ლოკომოტივი'' 55 ქულით პირველ ადგილზეა და ხუთი ქულით უსწრებს მეორეადგილოსან მოსკოვის ''სპარტაკს.'' ჩემპიონატის ბოლომდე ხუთი ტური რჩება.

რუსეთის პრემიერლიგაში ''კრასნოდარმა'' 3:0 დაამარცხა ტულას ''არსენალი,'' რომლის სამატჩო განაცხადში კვლავ არ იმყოფებოდა ქართველი მცველი გია გრიგალავა. ''კრასნოდარის'' ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია. ''კრასნოდარი'' 47 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო ''არსენალი'' 35 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს. გრიგალავას გუნდი საუკეთესო ხუთეულს 9 ქულით ჩამორჩება და მიმდინარე სეზონში მისი მაქსიმუმი მე-6 ადგილის დაკავებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები