Aa
Aa

"ბარსელონამ" "ვალენსია" დაამარცხა და ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდი დაამყარა!

ლა ლიგის 32-ე ტურში "ბარსელონამ" "ვალენსიას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.  ამ გამარჯვებით კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის რეკორდი დაამყარესს - ისინი ზედიზედ 39 მატჩია არ დამარცხებულან!

"რეალ სოსიედადმა" 1980 წელს 38 მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო და ის დღემდე ხელშეუხებელი იყო.

მატჩი კატალონიელებმა ლუის სუარესისა და სამუელ უმტიტის გოლების წყალობით მოიგეს და სატურნირო ცხრილში 82 ქულით ლიდერობა გაიმყარეს.

ერნესტო ვალვერდეს გუნდს ამ წუთისთვის 25 მოგება და 7 ფრე აქვს. "ბარსა" კიდევ ერთ რეკორდს უმიზნებს და ეს ჩემპიონატის წაუგებლად მოგებაა.

ხსენებული რეკორდი შორეულ 30-ან წლებში "რეალმა" და "ბილბაომ" დაამყარეს, თუმცა მაშინ ესპანეთის ჩემპიონატში 10-დან 14 გუნდამდე თამაშობდა და რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს დაუმარცხებლად ჩემპიონის ტიტულის მოპოვება გაცილებით დასაფასებელი და ისტორიული იქნება.

36-ე ტურში "ბლაუგრანა" "კამპ ნოუზე" "რეალს" უმასპინძლებს და მათთვის ეს ბოლო რთული შეხვედრა იქნება.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელები ჩემპიონთა ლიგას უკვე დაემშვიდობნენ და ამ ეტაპზე მათი მთავარი საზრუნავი ლა ლიგის დარჩენილი 6 ტური და "სევილიასთან" გასამართი სამეფო თასის ფინალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები