19 წელი გიგზის ბრწყინვალე გოლის შემდეგ
Aa
Aa

19 წელი გიგზის ბრწყინვალე გოლის შემდეგ

1999 წლის 14 აპრილს FA Cup-ის ნახევარფინალში ''ვილა პარკზე'' რაიან გიგზმა ლონდონის "არსენალს" ბრწყინვალე გამარჯვების გოლი გაუტანა. უელსელის შესანიშნავი გოლის შემდეგ ზუსტად 19 წელი გავიდა.

ნახევარფინალის ორივე შეხვედრა ბირმინჰემში შედგა. 11 აპრილს გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, 14 აპრილს კი ამავე სტადიონზე გუნდებმა მეორედ ითამაშეს. თამაშის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. პირველ ტაიმში დევიდ ბექჰემის შეგდებულს ''მეთოფეებმა'' შესვენების შემდეგ უპასუხეს. ჰოლანდიელმა დენის ბერგკამპმა ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.

 

დამატებითი დროის დასრულებამდე 11 წუთი იყო დარჩენილი, როცა უელსელმა საკუთარ ნახევარზე მეტოქის პასი ჩაჭრა და შემდეგ ''არსენალის'' ხუთ ფეხბურთელს აჯობა, საბოლოოდ კი ახლო მანძილიდან უძლიერესად დაარტყა და დევიდ სიმენის რეაქცია უშედეგო გამოდგა.

ფინალში ''ეუმბლიზე'' ფერგიუსონის გუნდმა "ნიუკასლი" 2:0 დაამარცხა, რომლის შემადგენლობაში თემურ ქეცბაიამ სასტარტო თერთმეტეულში ითამაშა და 79-ე წუთზე შეცვალეს. ''კაჭკაჭებმა'' 4-4-2 ტაქტიკური სქემით ითამაშეს. ფორვარდებად ქეცბაია და ლეგენდარული ალან შირერი იყვნენ გამწესებულნი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები