Aa
Aa

"უეფამ" კენჭისყრა ჩააწყო?

ფეხბურთის ქომაგები მიიჩნევენ, რომ „ჩემპიონთა ლიგის“ ნახევარფინალის კენჭისყრა ჩაწყობილი იყო, მიზეზი კი ძალიან მარტივია. გუშინ, „რომას“ სეზონური ბილეთების მქონე გულშემატკივრებმა ელექტრონული ფოსტით ფოტო მიიღეს, რომელსაც თან ბმული ჰქონდა დართული, სადაც ქომაგებს „რომა“ – „ლივერპულის“ განმეორებითი შეხვედრის ბილეთების შეძენა შეეძლოთ.

საინტერესოა, რომ ვებგვერდის ბმული კენჭისყრის შემდეგ გააქრეს. მიუხედავად, ამისა ქომაგთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ "რომამ" გუშინვე იცოდა თუ ვინ იქნებოდა მისი მომავალი მეტოქე...

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც „უეფას“ კენჭისყრის ჩაწყობაში ადანაშაულებენ.

შარშან ესპანურმა გაზეთმა “AS“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „უეფა“ ყველაფერს აკეთებდა, რომ ორი ესპანური გუნდი - „რეალი“ და „ბარსელონა“ ფინალამდე ერთმანეთს არ შეხვედროდნენ.

ქომაგებმა „უეფას“ ბრალი 2016 წელსაც დასდეს. ერთ-ერთი კენჭისყრის დროს რობერტო კარლოსმა კალათიდან ამოღებული ბურთულა რამდენიმე წამის შემდეგ უკან დააბრუნა. აღნიშნულმა ქმდებამ, კონსპირაციის თეორიის მოყვარული ადამიანები დაარწმუნა, რომ „უეფა“ „ცივ“ და „ცხელ“ ბურთულებს იყენებდა.

სპეკულაციებს ჯიორჯო მარკეტიც გამოეხმაურა და განაცხადა: “ჩაწყობა გამორიცხულია, ეს უბრალოდ ხუმრობაა! ჩვენ კენჭისყრისას ისეთი კატეგორიის ფეხბურთელებს ვიწვევთ, რომ მათთვის ჩაწყობაში ხელშეწყობის თხოვნა სრულიად წარმოუდგენელი იქნება“.

წელს „უეფას“ საპატიო ელჩი ანდრეი შევჩენკოა და ნიონში გამართულ კენჭისყრაზე ბურთულები სწორედ მან ამოიღო.

 

"ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალური წყვილები ცნობილია!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები