„ევროპა ლიგაზე“ გატანილი გოლების საუკეთესო ათეული
Aa
Aa

„ევროპა ლიგაზე“ გატანილი გოლების საუკეთესო ათეული

მაკრატელები, რაბონები და „ევროპა ლიგის“ სხვა 10 საუკეთესო გოლი რაც კი ჩემპიონატის ისტორიაში ყოფილა.

10 - ხონათან სორიანო („ზალცბურგი“ VS „აიაქსი“, 2013/2014)

„ზალცბურგი“ „აიაქსთან“ დაპირისპირებაში უკვე 2 ბურთით წინ იყო, როდესაც სორიანომ კომფორტული სხვაობის გამოყენება და იმპროვიზაცია გადაწყვიტა.

მარტივია ასეთი გოლების დროს თქვა, რომ ფეხბურთელს „გაუმართლა“, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთელის თავდაჯერებულობა და ეგოისტობა ერთდროულად მოქმედებს. საბოლოოდ სორიანომ „აიაქსის“ მეკარე იასპერ სილესენი უშანსოდ დატოვა.

 

9 - ოლივიე ჟირუ (არსენალი VS ცრვენა ზვეზდა, 2017/2018)

წლების მანძილზე ჟირუ „არსენალში“ მართლაც კარგი ბომბარდირი იყო. „მეთოფეთა“ რიგებში ყოფნისას მან არაერთი დასამახსოვრებელი გოლი გაიტანა, რომლებიც უფრო შედევრია ვიდრე უბრალოდ გოლი.

ჟირუმ თანაგუნდელების შესანიშნავი კომბინაცია წარმოუდგენლად ლამაზი გოლით დაასრულა. თამაშის შემდეგ ფრანგმა თავდამსხმელმა თქვა, რომ იღბალი მის მხარეს იყო.

  

8 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი VS ლეხია. 2015/2016)

იტალიური და მსოფლიო ფეხბურთი „ნაპოლის“ გასაოცარ სეზონზე ლაპარაკობს, თუმცა ეს ახალი ამბავი არაა, რადგან მნიშვნელოვან თამაშებს ისინი აქამდეც იგებდნენ.

ომარ ელ კადურისა „პიპიტას“ კომბინაცია, ამ უკანასკნელის უძლიერესი და ულამაზესი დარტყმით დასრულდა.

  

7 - რადამელ ფალკაო (მადრიდის „ატლეტიკო“ VS „ბილბაო“)

რამდენიმე წლის განმავლობაში „ევროპა ლიგაზე“ რადამელ ფალკაო დომინირებდა. 2011 წელს, „პორტუსა“ და „ბრაგას“ შორის გამართულ ფინალში ფალკაომ გამარჯვების გოლი გაიტანა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ ის უკვე „ატლეტიკოში“ თამაშობდა, როდესაც მან „ბილბაოს“ წინააღმდეგ ეს გოლი გაიტანა.

  

6 - ლარს შტინდლი („ჰანოვერი“ VS „კოპენჰაგენი“, 2011/2012)

ეს გოლი ცოტას თუ ახსოვს, რადგან ის შტინდლმა ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე გაიტანა. 2011-ში შტინდლი ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელი იყო, რომელიც „კოპენჰაგენში“ სტუმრად ამ გოლით ჩავიდა.

 

5 - ხონათან დოს სანტოსი („ვილიარეალი“ VS „პლზენი“, 2015/2016)

ეს გოლი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სანახავია, რომელიც „ევროპა ლიგაზე“ გასულა. ალბათ 100-დან 99 შემთხვევაში მსგავსი დარტყმის შემდეგ ბურთი ტრიბუნებზე აღმოჩნდებოდა, თუმცა ჩვენ განსაკუთრებულ - 100-დან ერთ შემთხვევაზე ვსაუბრობთ...

  

4 - ერიკ ლამელა („ტოტენჰემი“ VS „ასტერასი“, 2014/2015)

ეგრედ წოდებული „რაბონა“ ერთ-ერთი ყველაზე სახალისო, სანახაობრივი და ამავდროულად ყველაზე არასაჭირო დარტყმაა. თუმცა ერიკ ლამელას მიერ გატანილი „რაბონა“ განსაკუთრებულია.

  

3 - ტაისონი („მეტალისტი“ VS „რუსენბორგი“, 2012/2013)

ტაისონის მიერ გატანილი ეს გოლი იმ კატეგორიას მიეკუთვნება, როდესაც ამბობ - „ვაააააა #$%^*#$&%&^*($#^&&*#(*$*&&^$^&*@(#$% დაინახეეეე?!“

  

2 - ვასილ კობინი („მეტალისტი“ VS „ლეხია“, 2014/2015)

საერთო ჯამში ეს გოლი არაფერს ნიშნავს, რადგან „მეტალისტმა“ თამაში ვერ მოიგო...თუმცა ეს გოლიიი...ღმერთო...ეს გოლი რაღაც განსაკუთრებულია...ალბათ კრიშტიანუ რონალდუსაც შეშურდებოდა. ვასილ კობინის ეს მაკრატელა ერთდროულად უძლიერესი, ულამაზესი და არაამქვეყნიური იყო.

 

1 - კლინტ დემფსი („ფულემი“ VS „იუვენტუსი“, 2009/2010)

ამ გოლის შემდეგ დემფსიმ თქვა - „10-დან 9 შემთხვევაში მსგაცს გოლს ვერ გაიტან, მაგრამ ზოგჯერ უნდა გარისკო.“

დემფსიმ გარისკა და ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო. ეს ალბათ ყველაზე ელეგანტური, ლამაზი, მნიშვნელოვანი და შესანიშნავი გოლი იყო, რაც კი „ევროპა ლიგაზე“ გაუტანიათ. ამ გოლით „ფულემმა“ პირველ შეხვედრაში 3:1 წაგების შემდეგ, „იუვენტუსს“ 4:1 მოუგო და ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, საბოლოოდ კი ფინალამდე მიაღწია, სადაც „ატლეტიკოსთან“ დამატებით დროში დამარცხდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები