მანჩესტერ „იუნაიტედი“ შესაძლოა „ოლდ ტრაფორდს“ დაემშვიდობოს
Aa
Aa

მანჩესტერ „იუნაიტედი“ შესაძლოა „ოლდ ტრაფორდს“ დაემშვიდობოს

მანჩესტერ „იუნაიტედი“ შესაძლოა საკუთარი მოედნის გარეშე დარჩეს. „წითელი ეშმაკები“ „ოლდ ტრაფორდზე“ იმ შემთხვევაში ვერ ითამაშებენ თუ კლუბის ხელმძღვანელობა სტადიონზე ადგილების რაოდენობის 90 000-მდე გაზრდას გადაწყვეტს. „იუნაიტედის“ აღმასრულებელი დირექტორის, რიჩარდ არნოლდის თქმით, სტადიონზე არსებული სერ ბობი ჩარლტონის სახელობის ფრთაზე ადგილების დამატების შემთხვევაში, სერიოზული სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რომელიც შესაძლოა ერთ სეზონზე მეტხანს გაგრძელდეს. ამჟამად „ოლდ ტრაფორდი“ 76 000 მაყურებელს იტევს.

არნოლდის თქმით, სერ ბობი ჩარლტონის ფრთა ერთადერთია, რომელიც არასდროს გაფართოებულა.

მიმდინარე სეზონში „ტოტენჰემი“ საშინაო მატჩებს „უებლიზე“ ატარებს, რადგან მათ სტადიონს რეკონსტრუქცია უტარდება. შესაბამისად, რიჩარდ არნოლდის განცხადებით, „უინაიტედს“ ამჟამად ეროვნულ სტადიონზე მატჩების გამართვა არ შეეძლება, რადგან „უემბლი“ „ტოტენჰემმა“ დაიკავა. გარდა ამისა, კლუბის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მათ არ სურთ რომ საკუთარ მოედანზე თამაშის უპირატესობა დაკარგონ, ქვეყნის ეროვნული სტადიონი კი ლონდონშია და მანჩესტერიდან ლონდონში სიარული გუნდისთვის რთული იქნება.

დარჩება თუ არა „იუნაიტედი“ ისტორიული მოედნის გარეშე ჯერ-ჯერობით უცნობია. კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები