Aa
Aa

"ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალური წყვილები ცნობილია!

შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2017-18 წლების სეზონის "ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალური ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა. ტურნირზე შემორჩენილი 4 გუნდი შემდეგნაირად დაწყვილდა: "ბაიერნი"-"რეალი" და "ლივერპული"-"რომა".

 

წყვილში პირველი დასახელებული გუნდები, პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავენ.

"ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალური სტადიის პირველი მატჩები 24-25 აპრილს შედგება, ხოლო საპასუხო დაპირისპირებები - 1-2 მაისს.

რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, ის 26 მაისს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები