სალაჰი უბურთოდ - როგორ მონაწილეობს ფორვარდი პრესინგში
Aa
Aa

სალაჰი უბურთოდ - როგორ მონაწილეობს ფორვარდი პრესინგში

ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირის მოჰამედ სალაჰის შესახებ სტატია გამოქვეყნდა liverpoolecho-ზე. ეგვიპტელი ფორვარდის უბურთოდ მოძრაობაზეა ყურადღება გამახვილებული. ეგვიპტელი როგორ ახერხებს უბურთოდ სწორად იმოქმედოს და თანაგუნდელებს მეტოქის ნახევარზე გამართული პრესინგის თამაშში დაეხმაროს, გარჩეულია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ფირმინიოს მიერ შეგდებული გოლი ''მანჩესტერ სიტის'' კარში.

1 როგორ აფასებს სალაჰი ვითარებას

ფოტოზე ჩანს როგორ მზადდება ფირმინოს გოლი, სალაჰი მოძრაობს ფლანგებს შორის, კლოპის გადაწყვეტილებით სამეული ასე მოქმედებს: მარცხნივ ფირმინო, მარჯვნივ მანე და შუაში სალაჰი, რომელსაც დაცვითი ფუნქციების შესრულება ნაკლებად ევალება, თუმცა ეგვიპტელის მცირე მცდელობამაც შესაძლოა დიდი შედეგი მოიტანოს.

 ამ ეპიზოდში სალაჰი ფარავს ფერნანდინიოს და იყურება უკან თანაგუნდელებისკენ, ამოწმებს თუ როგორ განლაგდნენ ისინი. შემდეგ სალაჰი ხედავს ჯეიმს მილნერსა და ოქსლეიდ ჩემბრელენს, რომლებსაც ფარავს “ქალაქელების’’ სამეული: უოლკერი, დე ბრუინი და გიუნდოგანი. სალაჰი ბურთთან უფრო ახლოსაა ვიდრე მილნერი, ჩემბერლენი, უოლკერი, დე ბრუინი და გიუნდოგანი.

მარჯვნივ მდგარი სადიო მანე ასრულებს კლოპის დავალებას, ის მზადაა ნებისმიერ მომენტში პრესინგში მიიღოს მონაწილეობა.

2 ეგვიპტელი მოქმედებაშია

 ფირმინო აგრძელებს დაწოლას ოტამენდიზე, პარალელურად სალაჰი “სიტის’’ ცენტრალური მცველების ზონაში შედის, ოტამენდი მეკარისკენ ტრიალდება, რომ მარჯვენა ფეხით ედერსონის მისამართით გადაცემა გააკეთოს.

 საჰალმა უკვე იცის რომ მის უკან მდგომი თანაგუნდელები დაფარულები არიან, აფრიკელი პოულობს სარეზერვო ენერგიას, რომელიც აძლევს საშუალებას დიდი სისწრაფით ედერსონისკენ წავიდეს და შემდეგ შეჩერდეს. სალაჰის მოქმედება აბნევს მანჩესტერელთა მცველს.

სალაჰი ფარავს 5 ან 6 მეტრს, მაგრამ ოტამენდი გადაცემას არ აკეთებს და სალაჰი კვლავ ფერნანდინიოსთან დგას, ოტამენდი კვლავ შეზღუდულია, მისი ერთი თანაგუნდელიც კი არ დგას თავისუფალი სივრცეში, რომ ზეწოლა შემცირდეს. საჰალის პარალელურად ფირმინო კვლავ ცდილობს სივრცე შეუზღუდოს ოტამენდის, ბრაზილიელი ეპიზოდიდან არ “გამოთიშულა.’’

 ოტამენდი არ არის ცაცია, მას არ შეუძლია მაღალ დონეზე მარცხენა ფეხით თამაში, რომ ბურთი სალაჰისა და ფირმინოს შორის გაეძვრინა და ბურთი “სიტის’’ ცენტრალური მცველების წინ მდგომი ნახევარმცველებისთვის გადაეცა.

3 ართმევის ბოლო ფაზა

 საბოლოოდ ოტამენდი ტლანქი მოძრაობით ცდილობს ნახევარმცველების მისამართით გადაცემის გაკეთებას, სადაც დე ბრუინი და გიუნდოგანი იმყოფებიან. უოლკერთან მილნერი დგას, მანე ჩასაფრებულია, თუ ოტამენდი პასს გიუნდოგანის მისამართით შეასრულებს, მანე გიუნდოგანთან გადავა, ხოლო თუ ბურთს დე ბრუინი მიიღებს მასთან ჩემბერლენი ამოიწევს.

 ოტამენდის მცდელობა უშედეგოა, მასთან ახლოს მყოფმა ფირმინომ პასი ჩაჭრა, შემდეგ საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან საპირისპირო კუთხეში გაიტანა. სალაჰს შეტევაში მონაწილეობა არ მიუღია, ბურთს არ შეხებია, თუმცა მის მიერ უბურთოდ სწორმა მოძრაობამ ხელი შეუწყო ოტამენდის შეცდომას, ''ლივერპულის'' ფეხბურთელებმა მეტოქის ნახევარზე პრესინგის შესრულების იდეალური მაგალითი აჩვენეს.

 

სიტი - ლივერპული 1:2

"ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალური წყვილები ცნობილია!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები