Aa
Aa

ხვალ ჯოშუა! ზეგ უაილდერი! ორივეს გავანადგურებ!

ტაისონ ფიური კრივს უბრუნდება! ტრადიციულ სტილში ბრიტანელმა მოკრივემ აღნიშნა, რომ არც ენტონი ჯოშუა და არც დეონტეი უაილდერი მისთვის რთული მეტოქეები არ იქნებიან და მათ ძალიან მარტივად დაამარცხებს.

საინტერესოა, რომ ფრენკ უორენი, რომელიც ფიურის პრომოუტერია დაბრუნების შემდეგ პირველივე ბრძოლაში ჯოშუასთან დაპირისპირებას გამორიცხავს. „ფიური 9 ივნისს მანჩესტერში დაბრუნდება, მისი პირველი მეტოქე, რომელიმე ნაკლებად ცნობილი მოკრივე იქნება“.

ტაისონი, რომელსაც ორ წელიწად-ნახევარზე მეტია არ უჩხუბია, საკუთარ თავში დარწმუნებულია და მიიჩნევს, რომ ჯოშუა და უაილდერთან დაპირისპირება მისთვის უბრალო გართობა იქნება:“ენტონის წარმატება მიხარია, მაგრამ მისი საბრძოლო სტილი ჩემთვის იდეალურია. დარწმუნებული იყავით, რომ საწყის რაუნდებში მე მასზე უკეთ ვიჩხუბებ, ხოლო მატჩის რაღაც ეტაპზე აუცილებლად ნოკაუტში ჩავაგდებ. ყველამ ნახა, როგორ გაუჭირდა მას პარკერთან, მიზეზი მარტივია, ჯოშუას ნებისმიერ მოძრავ მეტოქესთან გამკლავება უჭირს და მე ამ უპირატესობას აუცილებლად გამოვიყენებ. რაც შეეხება უაილდერს, იგი ჯოშუაზე ძლიერი მოკრივეა, თუმცა ჩემთან შანსი არც მას აქვს. მე ფლოიდ მეივეზერივით ვარ, მოწინააღმდეგეს მტკივნეულ დარტყმებს ვაყენებ, თავად კი ყველაფერს ვიცილებ“.

ფიურიმ ასევე განაცხადა, რომ მას ჯოშუას და უაილდერის წარმომადგენლებთან ხშირი კონტაქტი აქვს:“ჩემი პრომოუტერები მათთან გამუდმებით აწარმოებენ მოლაპარაკებებეს. სამივეს ერთი რამ გვამოძრავებს - გამარჯვება. მე მათ სულ მალე ვაჩვენებ ვინაა მსოფლიოს საუკეთესი მოკრივე“.

კრივის გარეშე ტაისონს წონასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. უკანასკნელ პერიოდში ბრიტანელი აქტიურად ვარჯიშობს და ნელ-ნელა თავის ჩვეულ ფორმას უბრუნდება. „ჯერ კიდევ 29 წლის ვარ, თავს გაცილებით ძლიერ და სწრაფ სპორტსმენად ვგრძნობ. თუ ვინმეს მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეობაზე პრეტენზია აქვს საკუთარი სტატუსის ჩემთან დამტკიცება მოუწევს. თავს ლომივით ვგრძნობ, რომელიც ტყვეობის შემდეგ ველურ ბუნებას უბრუნდება“.

შეგახსენებთ, რომ ჯოშუასა და უაილდერს მოლაპარაკებებისას ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები წამოიჭრა, რაზეც ფიურიმ განაცხადა:“ჩემთვის ფული მთავარი არაა, მსურს დავამტკიცო, რომ საუკეთესო ვარ და ეს ჯოჯოხეთური გზა ტყუილად არ გამოვიარე“.

ტაისონ ფიური კრივს უბრუნდება!

ცხელი ამბები