Aa
Aa

"ბარსელონამ" "კამპ ნოუს" სარეკონსტრუქციო პროექტი გაასაჯაროა

"ჩემპიონთა ლიგაზე" "რომასთან" მარცხიდან რამდენიმე დღის შემდეგ "ბარსამ" განახლებული "კამპ ნოუს" გეგმა და ფოტოები გაასაჯაროა. 

გუნდი ადგილების რაოდენობის გაზრდას 105,000-მდე აპირებს და სტადიონის მიმდებარე ტერიტორიის გაუმჯობესებას გეგმავს.

"ბარსა" სამუშაოებზე 600 მილიონ ევროს დახარჯავს და პროცესი მუნიციპალური მთავრობისგან მიღებული თანხმობის შემდეგ დაიწყება. პროექტის ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ ყველაფერი 2021 წლისთვის დასრულდება.

„ბარსელონას“ პრეზიდენს - ხოსეპ ბართომეუს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი კლუბის წესებიდან გამომდინარე ფინანსების მოძიება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა მმართველობის მოდელის წესებიდან გამომდინარე კლუბში უცხოური ინვესტორის მოსვლა სასტიკად აკრძალულია. შესაბამისად „ბარსას“ არ აქვს იმის ფუფუნება, რომ „პრემიერ ლიგის“ გუნდების ან „პსჟ“-ს გზას გაჰყვეს და იძულებულია შემოსავალი კომერციული ადგილების რაოდენობის გაზრდით მიიღოს.

რეკონსტრუქციის შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი შეიცვლება.

1) სტადიონი ქალაქს უკეთ შეერწყმება და „ლა მატერნიტატისა“ და „სანტ რამონის“ უბნების ნაწილად იქცევა.

2) ადრე არსებული კერძო ადგილები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

3) „კამპ ნოუზე“ საჯარო ტრანსპორტით მისვლა გაადვილდება.

4) სტადიონის ტევადობა 90,000-დან 105,000-მდე გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები